Предыдущая публикация
გაყინულ
სურვილებს,
ერთხელაც აპრილის
მზისხივი გაადნობს
და როცა სიცოცხლეს
წამებში გავწურავ
ერთ ყლუპში ცხოვრების
ბადაგიც დამათრობს...
როდესაც სიბრაზე
ამინდსაც ატყვია
და ზეცა ბინდისფერ
ნისლებში ბანაობს,
ათასჯერ დაცემულ,
დაფერფლილ სიყვარულს
ვიღაცა გროშებად
იყიდის,გაათბოს...
ძნელია მოასწრო
სურვილის ახდენა,
როდესაც ცხოვრებას
ნახევრად გააპობ
ესე უსამართლო...
ნაძრახი ცხოვრება
სახეზე წლებსაც კი
დაღივით დაგატყობს!
09/10/2018
ავტ:ინ ნი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3
ნახონ,უბედური რომ არა ხარ!
არაფერი აღარ დაუმტკიცო-
სიყვარული ვინც ვერ შეგინახა.
თუ არ მოგიკითხეს-არ იწყინო,
ალბათ,ახლა უკვე სხვა გეგმა აქვთ.
ალბათ,დროა თავად დაივიწყო,
ვინც შენ,ვითომ ვეღარ დაგინახა...
არაუშავს,ბედი კიბე არის-
ბევრი სიმაღლიდან ჩამოვარდა...
თბილი გულიც ერთხელ გაცივდება,
თუკი საგულედან ამოვარდა!
10.10.18
ყველა სიმდიდრეს დაგავიწყებს კეთილი გული!
დავდივარ ვეძებ, ვერ მივაგენ! დაფასდა ფული!
ვისაც მივენდე, მოვუსმინე - აფრქვია ტყუილი...
ნდობა გათელა, განიძარცვა ვით ხე ველს რგული.
განა იქნება რომ აღდგება ის ნდობა წრფელი?
დაღვრილი წყალი განა ისევ შეავსებს ჭიქას?
გულგაბზარული ვაკვირდები, ვეღარ ვცნობ ჩემად
ნდობა დაკარგულს არ ვამტყუნებ - მე ვხედავ სულ სხვად!
მეც ხომ კეთილი დამეხმარა და დავდექ ფეხზე
მეც დავეხმარე...დამივიწყეს ვით წვეთი კლდეზე,
ის ვერ გაიგებს ვიდრე თავად არ ეტკინება
იქნებ და მიხვდეს,დამინახავს - გეცინება.
ყველა პირობას დაგავიწყებს ნათქვამი ტყუილი
არ იკურნება გულნატკენი ოცნება ფულით! 2018წ 06.10
და მე დავრჩები, როგორც შორი, გაღმა ნაპირი,
გამიჭირდება,
გეფიცები, თანაც ძალიან,
მაგრამ არაფერს გაგრძნობინებ, როგორც დაგპირდი...