Предыдущая публикация
რომელიც, არასდროს, ჩემი არ ყოფილა,
იმ ვარსკვლავს ვწყვიტავდი, ზეციდან, რომელიც,
ღრუბლების კალთაში, არასდროს შობილა,
ჩემს თავს ვეკითხები,
რა მინდა?
რას ვეძებ?
ნუთუ ეს ცხოვრება მიღირდა ლოდინად?
ან რატომ ვაქციე ოცნება დილეგად?
გულს კი სიყვარული დავადე ბორკილად,
მე ისევ ვადგავარ, გადაღლილ, შარაგზას,
რას ვეძებ?
გაზაფხულს, ის კი არ მოვიდა,
მტკივა ის იმედი, რომელსაც ვხატავდი,
მერე ვაფასებდი, ამ ნახატს, შორიდან,
როგორ დამთვრდება, რაც არ დაწყებულა,
რაც არსად, არასდროს, ჩემთვის, არ შობილა?
წვიმას წაუშლია ნახატი და ვეძებ,
ნაკვალევს, რომელიც, ჩემი არ ყოფილა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев