რა ლამაზი ხართ ქალბატონო, როგორ გიხდებათ წლები, თვალთან შეგტყობიათ ცოტაოდენ, ერთ დროს დაგემდურათ ბედი... მაგრამ არ იდარდოთ ნაოჭები, დარდიც უსაშველოდ გშვენის, მაინც რა კარგი ხართ ქალბატონო, რომ არ დაგკარგვიათ ფერი, თქვენი ეგ ღიმილი ვითომ გულიანი, ვიცი რომ არაფერის შველის, ვერა ვერ დამალეთ ქალბატონო, ერთ დროს დაგემდურათ ბედი, მაგრამ არასოდეს არ ინანოთ, სულით სილამაზე გშველის, მეტად ლამაზი ხართ ქალბატონო, წყალსაც წაუღია ბედი.