222
ოთარ ჭილაძის 10 მცნება
მცნება პირველი: ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე ადამიანის სულია, ანუ სული იგივე სინდისია. აქედან დასკვნა: თუკი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი.
მცნება მეორე: მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება მისი სურნელი კი არა. სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე…
მცნება მესამე: სახლი მხოლოდ ის ადგილია, სადაც სხეული ეშვება სულის ღუზასავით.
მცნება მეოთხე: მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმები