ვიცი რომ ეგ ათასჯერ მაქვს უკვე შენთვის ნათქვამი, მაგრამ შენში ყოველი შენი ნაწილი მიყვარს. ჯერ არასდროს და არავისთან მიგრძვნია ის ბედნიერება, რასაც შენთან განვიცდი. უბრალოდ შენი ხმა, ან თვალები, შენი სიცილი უკვე საკმარისია რომ შიგნიდან რაღაც სინათლით და სითბოთი ავივსო.
ჩემი ბნელი დღეების მანათობელი თანამგზავრი ხარ.
მიყვარხარ…
"ნუ ამიკრძალავ ღიმილს ასაკის გამო.
ნურც ბავშვურ ხასიათზე დაიწყებ სიცილს.
არ იზრდებიან ქალები.
ნუ შემახსენებ რომ ასაკი მაქვს და ბევრი რამე არ შემეფერება.
მე ჩემსს ასაკზე საკუთარი ქცევით ვაგებ პასუხს მაგრამ, ეცადე არ მასწავლო როგორ მოვიქცე.
ხომ შეიძლება სულ ჩავიკეტო საკუთარ სამყაროში და თავს ცეკვა, გაღიმება და მაკიაჟი ავუკრძალო...
ნუ მომიჭრი ცხოვრების გზებს, ვიცი რომ ასაკი მაქვს...
სანამ ჩემ სულში ჯერ ისევ ცოცხლობს პატარა გოგონა, ვერ ჩავუკლავ ღიმილს და სიცოცხლის სიყვარულს.
მაპატიე რომ მე სხვანაირად ვხვდები ასაკს.
უბრალოდ ცოცხალი ვარ და მიხარია...
შენ რა იცი იქნებ და იმ ასაკში როცა უნდა მებედნიერა უბედური ვიყავი.
ნუ განმსჯი ასაკის გამო, უბრალოდ ეცადე სიცოცხლე მაცადო"...
შენი ყველაფერი მიყვარდა.
შეიძლება ზედმეტადაც კი,
მაგრამ როგორ შეიძლება არ მყვარებოდა
ეს სიცილი
ეს ღიმილი
ის თვალები
შენი იუმორი
ის ვნება
როგორ შემეძლო არ მყვარებოდი
როცა შენ იყავი ის ყველაფერი,
რაც ოდესმე მინდოდა?…
ნუ მოიწყენ.... გახსოვდეს.
სადღაც ვიღაც აუცილებლად ფიქრობს შენზე... ვიღაცას აუცილებლად ენატრები.... ვიღაცას აუცილებლად გაახარებს შენი ნახვა...
მერე რა, დღეს თუ რაღაც ისე ვერ არის, წინ უამრავი ახალი დღეები გელოდება....
არ ვიცი, რამდენჯერ მიყვარდა...
არ ვიცი, რამდენჯერ ვუყვარდი...
მე თვითონ გზა ცისკენ მიმყავდა,
თვითონ გზას უფსკრულში მივყავდი.
ხალხისთვის ძალიან უცხო ვარ,
მათში ფრთების გაშლა გავბედე,
არ მინდა, მათსავით ვიცხოვრო,
არ მინდა, მათსავით დავბერდე.