ნუ მომატყუებ,როცა რამეს გკითხავ,-დამპირდი! არმინდა ნდობა გადაიქცეს ქვიშად და ნაცრად. ნუ მოიტყუებ,რაც არუნდა მოხდეს,არცკი ღირს... სიმართლე არის ბრილიანტი, ყველაფრის ნაცვლად. არმინდა ქარმა გაიყოლოს ყველა პირობა... არმინდა წვიმამ დაამსხვრიოს ნდობის სასახლე... "არ ატყუებდე არასოდეს"- ნიშნავს გმირობას, სიმართლე მზეა,სინათლეა,გულს რომ ახარებს. და მაშინ როცა,არ გამოვა რაღაცა სწორად, შენ მაინც თვალი გამისწორე,არ მეწყინება! კი, შეიძლება,რომ ეს გული გაიყოს ორად,- მაგრამ, სიცრუის ლახვარივით არ მეტკინება.
ნეტავ ვინა სთქვა ვინ მოიგონა
რომელს გაუწყრა ღმერთი
სიყვარულიდან სიძულვილამდე
ნაბიჯიაო ერთი..
ერთი კი არა ასი ათასი
მთელი სიცოცხლე ალბათ
თუ მართლა გიყვარს..
რომ მოინდომო
მაინც ვერ გალევ ამ გზას..
მონატრებიდან.. მოგონებამდე
თუ მართლა.. მართლა გიყვარს
სიყვარულიდან სიძულვილამდე
გწამდეს ვერასდროს მიხვალ...