Свернуть поиск
"სიტყვები ვერ აღწერენ იმას, რასაც სული ატარებს. თითქოს ერთდროულად სუსტი ხარ და ძლიერიც: სუსტი იმიტომ, რომ ტკივილი გღრღნის, ძლიერიც კი იმიტომ, რომ მაინც სუნთქავ.
ხშირად ვფიქრობ, რამდენი დაუნახავი ტვირთი დადის ქუჩებში. შეიძლება გვერდით გამვლელს გული ისე სტკიოდეს, რომ ერთი თბილი სიტყვა სიცოცხლის ძალას დაუბრუნებს. სწორედ ეს არის ადამიანობის ფასი , სიფრთხილით მოვეკიდოთ ერთმანეთს, რადგან არ ვიცით, ვის რა ბრძოლა აქვს შინაგანად.
და ბოლოს, მჯერა: სიჩუმის უკან ყოველთვის არის იმედი. როგორც ღამე უთმობს ადგილს დილას, ისე ყოველი სიბნელე სინათლეს.
იქნებ ჩვენი არსებობის საიდუმლოც ეს არის დავინახოთ ერთმანეთის უხილავი ტკივილები და არ დავტოვოთ ისინი მარტო. თბილი სიტყვა, გულწრფელი ღიმილი, გულში ჩახუტება... ეს პატარა ჟესტები ხანდახან უფრო ძვირფასია, ვიდრე მთელი სამყარო..."
1 комментарий
4 класса
,,როცა რაღაც არ გამოდის,
ეს მარცხი კი არა, უბრალოდ პაუზაა, გზის შუაგულში სულის ამოსასუნთქად გაჩერება. თითქოს სამყარო გეუბნება, რომ ენერგია გადაანაწილო, ფურცელი გადაშალო ან უბრალოდ სულ სხვა კუთხიდან შეხედო იმას, რასაც აქამდე ცალმხრივად უყურებდი..
ნუ ეჩხუბები დახშულ სივრცეს,
ყოველი შეფერხება ახალი გამოცდილებაა, ხოლო ყოველი „არ გამომვიდა“ — მხატვრის მიერ ტილოზე წასმული ის ფუნჯის დარტყმა, რომელიც საბოლოოდ ნახატს სიღრმესა და ხასიათს მატებს..
მთავარია, გჯეროდეს შენი პროცესის: შეისვენო, ძალები მოიკრიბო და ისევ გააგრძელო სვლა, ამჯერად უფრო თავდაჯერებული ხელწერით."
1 комментарий
4 класса
არასოდეს მიმეგობრია ვინმესთან თვალთმაქცურად,
არასოდეს მიზრუნია ადამიანზე ანგარებით,
თუ ვინმეს გვერდით ვედექი, ეს იმიტომ, რომ ის გულწრფელად მიყვარდა და მასზე ვზრუნავდი...
თუ ვინმეს ზურგი ვაქციე, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ადამიანმა ჩემი სიკეთე არაფრად ჩააგდო და თავისი ქმედებით მისდამი ნდობა სამუდამოდ დამიკარგა!...
ია კარგარეთელი
1 комментарий
4 класса
04:03
- Класс
04:58
03:38
- Класс
загрузка
Показать ещёДополнительная колонка
О группе
💖იქ სადაც სიყვარული !მეგობრობა! და ერთგულება!💖
Показать еще
Скрыть информацию
Фото из альбомов
Правая колонка