მოდი ჩამომისხი ერთი ჭიქაც,
იქნებ გავიქარვო დარდები.
ერთხელ მეც დავთვრე და დავიჯერო
ცხოვრების მშვენიერი ზღაპრები.
იქნებ ღვინომ მაინც დამავიწყოს,
ჭიქაში ჩავახრჩო დარდები.
თორემ დავიღალე ამ ცხოვრებით
და უსასრულო დარდებით...
30.09.2018
მზია კაპანაძე
იცი როგორ მომენატრე დედა?.. იცი როგორ დამეღალა გული?.. რომ იცოდე როგორ მენატრება, იქ წარსულში ჩვენი გაზაფხული... იცი ეხლა როგორ მტკივა სული?.. იცი ეხლა როგორ მძლავრობს სევდა?.. იცი?აქ სულ ზამთარია დედი... სევდიანი,უღიმღამო ფერის... იცი შენი იავნანა დედი, სულ შორს გულში,მაგრამ ტკბილად მღერის... იცი როგორ მომენატრე დედი?.. შენი სითბო და სურნელი შენი... ეხლა მესმის რად ტიროდი დედი! ეხლა ვიცი რად იძახდი "ვაი დედის!".. ეხლა ვიცი რას დარდობდი დედი, იღლებოდა შენი გული სევდით... მოდი,მოდი,ჩამიხუტე დედი... მანუგეშე შენი თბილი ცრემლით... მოდი დედი,ჩამიხუტე დედი... ეგ სურნელი ვერ შეცვალა ვერვინ..