სიყვარულო, ვინ არ გიმღერს, მეფობ ამ ქვეყანაზე, უშენოდ მზეც არ ანათებს მაღლა, ცის კამარაზე, რამდენისთვის ლხინი ხარ და ბევრისათვის იარა, ზოგიც გნატრობს და ცხოვრება უშენოდ გაიარა, თავად უფალმა გვიბოძა ნიჭი სიყვარულისა, ცხოვრება რა იქნებოდა, რომ არა ეს გულისთქმა. თუ არ იგრძნო გულმა გული, და ვნებამ არ აავსო, ვივლიდით გზა არეული, ისე,უმისამართოდ. მოდის ჩუმად გესტუმრება, ფეხის ხმაც კი არ ისმის, ეუფლება გულს,გონებას, არც ასაკი არ იცის. დროც ვერა შლის იმის სახელს, ხელის გულზე დაწერილს, ვინც პირველად გაგიჩინა, ტრფობის კორიანტელი. და პირველი იის კონის სურნელება საამო, დღესაც გათრობს, და გგონია შენია ეს სამყარო, თუ გიგრძვნიათ მიმიხვდებით, რას ვამბობ და რას არა, სიყვარულზე მოგიძღვენით, მე ეს ლექსი პ