დრო ყველაფრის მკურნალია, ოღონდ ჩემი არა. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა. რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი უმარტივეს ლექსად. წარსულს ვათრევ ჩემი კისრით, ვერ ვიშორებ ვერსად. როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს, მახსენდება პაპა. ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს დედაჩემის კაბა. ცის ცრემლებზე მახსენდება მე სიტყვები მამის... ღვინო სანამ გამეხსნება, მეც ავტირდე ლამის. ღამე სმაში მათენდება დამეკარგა ღერძი... კიდევ რა არ მახსენდება, კიდევ რას არ ვებრძვი. საოცარი უნარია დარდი წარა-მარა. დრო ყველაფრის მკურნალია - ოღონდ ჩემი არა...
შორს ცის კამარას მიწიერთაგან ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა და იხრჩობოდა მაღალ მორევში რკინის ღრუბლებად ამოჭედილი ცხრა საფეხური ამაღლებულა მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი დროში ქცეული უკვდავ სხეულად იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი, და მკაცრი მზერით აჩენდა რისხვას გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა მე დედამიწის იალაღებზე ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა - ადამიანო! სასუფეველში ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად მე შენი სულის ვხედავ მორევში იმ ბოროტება რომელსაც მალავ მოგი