ჩემი წილი სიყვარული შემინახე,
ფოთოლცვენა ვიცი შენთან მომიყვანს,
გაზაფხულზე გვირილები დამახვედრე
-მიგეჩვიე!
უშენობას ვერ ვიტან.
ზამთრის სუსხში თუკი სადმე წავიქცევი,
სიყვარულით მომეშველე შორიდან,
ჩაიფიქრე მოლოდინის განცდები და
ბედისწერა ვიცი შენთან მომიყვანს...
არ გაჩერდე ჩემი გზები აირჩიე,
მომაშველე ,,ნატკივარი,, ხელები,
ეს ცხოვრება ისე მწარედ გვათამაშებს,
მეშინია სადმე დამეკარგები.
ზღვის პირას თუ შეჩერდები დამიძახე,
თოლიებში ვიფარფატებ შორიდან,
არ მჩვევია ჩუმად -ჩუმად სიარული
ზღვის ტალღები ვიცი ახლოს მომრიყავს.
გაზაფხულზე ენძელები გაიშლება,
გვირილებსაც აეშლებათ დარდები,
სადმე ჩუმად ჩამისაფრდი გეხვეწები
ლურჯპერანგა იად ,,დავიბადები"
ჩემი წილი სიყვარული შემინახე,
ფოთოლცვენა ვიცი შენთ