________
"არაფერი გაკლია თითქოს.ყოველ შემთხვევაში, ასე გგონია, სანამ მოვა ის ერთი ვინმე და მიგახვედრებს, რა გაკლდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. როგორც სარკე ნაკლს უფრო ირეკლავს, ვიდრე ღირსებას, ასეა ის ვინც -საკუთარ სულში ჩაგახედებს და დაგანახებს, რომ ის გაუდაბურებულია, შენ კი ამის აღიარება აქამდე არა და არ გსურდა. ეს ვინმე შეიძლება საყვარელი მეგობარი იყოს შენი, ან სულიერი მოძღვარი, ზოგჯერ კი სულაც ბავშვი, რომელსაც პატრონობ ან უვლი. მთავარი კი ის არის, რომ როგორმე პოვო სული, რომელიც შენსას შეავსებს. ყველა წინასწარმეტყველი გვირჩევდა:
"პოვე ვინმე, ვინც შენი სარკე იქნება!"
15 წლის ბიჭი ამოვიდა ავტობუსში. ავტობუსმა გზა გააგრძელა, 20 წუთში გაივსო კიდეც. ბიჭი იჯდა ხმაამოუღებლივ, უსმენდა მუსიკას და იყურებოდა ფანჯარაში. უცებ მოხუცმა ქალმა მხარზე მოკიდა ბიჭს ხელი და უთხრა: "როგორ არგრცხვენია? მე შენი ასაკის რომ ვიყავი, ყოველთვის ვუთმობდი ადგილს მოხუცებს, შენ კი.." ბებერ ხალს დაემატა კიდევ ერთი "აი ახალგაზრდობა! ზის აქ ჯანმრთელი, მოხუცი ბებიები კი ფეხზე უნდა იდგნენ!".დაახლოებით 2-3 წუთში ამ 2 ქალს მთელი ავტობუსი დაემატა და ბიჭს ლანძღვა დაუწყეს, მან ვერ გაუძლო ასეთ ზეწოლას და თქვა: "კარგი, მე ავდგები, მაგრამ ამ ადგილზე დაჯდეს მხოლოდ ის, ვისაც საკუთარი სიტყვების არ შერცხვება." რა თქმა უნდა, ამ ფრაზამ შოკში ჩააგდო ყველა, მაგრამ ჩხუბი არ მიუტოვებიათ. ბიჭმა ძლივს დაიწყო რ
„ ყველაფერს იტევს სამყარო - გაქცევას, შიშს, წყენას, ტკივილს, იმედგაცრუებას, მიტოვებას, დაუფიქრებლობას... მხოლოდ სიყვარულს გამოუყო ერთი პატარა კუნჭული და უთხრა, მიდი, იკმარეო.“შულამელი გოგონები
მე ვიცი ადამიანები, რომლებიც იტანჯებიან ჩუმად, უსიტყვოდ.
არავის არ ესმის მათი მწუხარება, რადგან ისინი არავის არ უზიარებენ თავიანთ ფიქრებს, მე მიყვარს ასეთი მწუხარება. სიტყვით ნათქვამი, ყველასთვის გასაგები მწუხარება, ყალბიცაა და დამახინჯებულიც.“
გალაკტიონ ტაბიძე