ავტობუსმა გზა გააგრძელა, 20 წუთში გაივსო კიდეც. ბიჭი იჯდა ხმაამოუღებლივ, უსმენდა მუსიკას და იყურებოდა ფანჯარაში. უცებ მოხუცმა ქალმა მხარზე მოკიდა ბიჭს ხელი და უთხრა: "როგორ არგრცხვენია? მე შენი ასაკის რომ ვიყავი, ყოველთვის ვუთმობდი ადგილს მოხუცებს, შენ კი.." ბებერ ხალს დაემატა კიდევ ერთი "აი ახალგაზრდობა! ზის აქ ჯანმრთელი, მოხუცი ბებიები კი ფეხზე უნდა იდგნენ!".დაახლოებით 2-3 წუთში ამ 2 ქალს მთელი ავტობუსი დაემატა და ბიჭს ლანძღვა დაუწყეს, მან ვერ გაუძლო ასეთ ზეწოლას და თქვა: "კარგი, მე ავდგები, მაგრამ ამ ადგილზე დაჯდეს მხოლოდ ის, ვისაც საკუთარი სიტყვების არ შერცხვება." რა თქმა უნდა, ამ ფრაზამ შოკში ჩააგდო ყველა, მაგრამ ჩხუბი არ მიუტოვებიათ. ბიჭმა ძლივს დაიწყო რაღაცის ამოღება სკამის ქვემოდან, და აი გამოჩნდა ყავარჯენი, მერე მეორეც, ძლივს წამოდგა და ფეხზე დადგა ყავარჯნებზე დაყრდნობილი. ყველა გაოცდა. არავის არც უფიქრია და არც კი წარმოუდგენია, რომ ეგეთი რამე შეიძლებოდა მომხდარიყო... მოხუცი ქალი მიხვდა, თუ რატომ არ ჰქონდა რეაქცია ბიჭს, როდესაც იგი მგზავრობისას ფეხზე აბიჯებდა მას. მთელს ავტობუსში დუმილმა დაისადგურა. ბიჭი კი იდგა, ყავარჯნებზე, ძლივს იდგა, მაგრამ დგომის ძალას მხოლოდ ის აძლევდა, რომ მისი ადგილი ჯერ კიდევ თავისუფალი იყო.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев