25 თებერვალი, 1921 წ.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
ძილღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -
ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,
ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი,
იმ გზით, სად წინად ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,
მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თო
მოდი ჩემთან შენი გრძელი ქუჩით,
მოდი ჩემთან შენი გრძელი გზით
მოდი ჩემთან სანამ ღრუბელს ბოლო უჩანს
და ოცნება გამინათე მზით.
ისტორიას დარჩება ჩვენი შეხება,
ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა
ისტორიას დარჩება ის რაც ვიპოვეთ ჩვენ-მე
და შეენ, მე და შენ
მოდი ჩემთან სანამ მოვა თოვლი,
მოდი ჩემთან სანამ მოვა სხვა.
მოდი ჩემთან სანამ მზეზე ჩამოწვება სევდა
და ნაპირებს მიატოვებს ზღვა.
ისტორიას დარჩება ჩვენი შეხება,
ისტორიას დარჩება ჩვენი ხმა
ისტორიას დარჩება ის რაც ვიპოვეთ ჩვენ
-მე და შეენ,მე და შენ