Свернуть поиск
‼️🇬🇪🇹🇷 „დიდი თურქეთის“ რუკა სტამბოლში, ბათუმი და საქართველოს ნაწილი „ეროვნული აღთქმის“ საზღვრებში მოექცა”:
სტამბოლის ერთ-ერთ საზოგადოებრივ მიწისქვეშა გადასასვლელში (კარაქოი) გამოფენილმა ისტორიულმა რუკამ ფართო განხილვა გამოიწვია. რუკაზე, რომელსაც სათავედ „Ahd-i Millî“ (ეროვნული აღთქმა / 1920 წლის „მისაკი მილი“) უძღვის, თურქეთის თანამედროვე საზღვრებს მიღმა არსებული ტერიტორიებია გამოსახული.
ინსტალაციაზე წარმოდგენილი „ერთიანი წითელი სივრცე“ თურქეთის დღევანდელ საზღვრებს სცდება და ნაციონალისტური მისწრაფებების პერიოდის გეოგრაფიას აცოცხლებს. გამოფენილ ტერიტორიებს შორის მოხვდნენ:
🇬🇪 საქართველოდან — ბათუმი;
🇨🇾 🇬🇷 კვიპროსი, დასავლეთ თრაკია და როდოსი (საბერძნეთი);
🇸🇾 🇮🇶 სირიისა და ერაყის ნაწილები (მოსული, კირკუკი, ალეპო და ა.შ.).
რუკა ვიზუალურად აერთიანებს ამ რეგიონებს ერთიან „ეროვნულ“ სივრცედ, რაც საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ საზოგადოებრივ სივრცეში მსგავსი ვიზუალის გამოჩენას განსაკუთრებით ყურადღებამისაქცევს ხდის.
4 комментария
4 класса
პუტინის გზავნილი ქართველ ქორვაჭრებს - ორ სკამზე ჯდომის დრო დასრულდა!
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ გაქსუებულ ქორვაჭრებს ( ე.წ. ბიზნესმენებს) მიანიშნა , რომ ორ სკამზე ჯდომა შეუძლებელია.
ლანძღო, აგინო რუსეთი, აფინანსო რუსეთში ნაშოვნი ფულით საქართველოში რუსეთის ფედერაციის, მისი პრეზიდენტის წინაამღმდეგ მართული აქციები- მიუღებელია.
„როსპოტრებნადზორმა“ რუსეთში ალკოჰოლური სასმელებისა და რიგი ქართველი მწარმოებლების სასმელების იმპორტი და გაყიდვა აკრძალა.
ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე დადგინდა დროებითი სანიტარული ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს იმ პროდუქტების იმპორტისა და მიმოქცევის შეჩერებას, რომლებიც არ აკმაყოფილებენ დამტკიცებულ ორგანოლეპტიკურ, ფიზიკურ-ქიმიურ და უსაფრთხოების მოთხოვნებს.
РБК-მ მოთხოვნა გაუგზავნა როსპოტრებნადზორის პრესსამსახურს, აკორტს, ასევე საცალო ვაჭრობის კომპანიებს X5, Magnit , Lenta, Spar, Auchan და Metro.
აკრძალვა შეეხება შემდეგ კომპანიებს:
„თელიანი ველი“;
„თბილღვინო“;
„ძმები ასკანელები“;
„ვაინმენი“;
„ქართული ლუდის კომპანია“;
„კოკა-კოლა“;
„ნაბეღლავი“.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, 2024 წელს რუსეთში საქართველოდან გავიდა:
ღვინო: 182,6 მილიონი დოლარის ღირებულების;
სხვა ალკოჰოლური სასმელები: 154,8 მილიონი დოლარის;
მინერალური წყალი: 76,92 მილიონი დოლარის;
შაქრის შემცველი გაზიანი სასმელები: 61,66 მილიონი დოლარის.
2025 წელს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი დაახლოებით 170,6 მილიონი დოლარი იყო, ხოლო მინერალური წყლისა – 71 მილიონი დოლარი.
სხვა ალკოჰოლური სასმელები – 2025 წელს $157.9 მლნ
რუსეთში ექსპორტის ღირებულება წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2.1%-ით გაიზარდა.
4 комментария
3 класса
„დახმარება, რომელიც ყოველ ჯერზე ძალებს გაცლის, ადრე თუ გვიან ვეღარ გაგრძელდება.“
ვინმეს დახმარება ძალიან კარგია.
მაგრამ განსხვავებაა დახმარების ხელის გაწვდენასა და იმ ხელად ქცევას შორის, რომელიც ყოველთვის იქ უნდა იყოს.
თავიდან ეს შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოს.
„მე მივხედავ.“ „უფრო სწრაფად გამოვა, თუ თავად გავაკეთებ.“ „არ ინერვიულო, მოვაგვარებ.“
შემდეგ კი დახმარებისთვის ეს მუდმივი მზადყოფნა ნელ-ნელა შენს როლად იქცევა.
შენ ხარ ის, ვინც ყოველთვის პასუხობს. ვინც ყველაფერს აგვარებს. ვინც სხვებს ერგება. ვინც დროს ყოველთვის პოულობს.
სანამ ერთ დღეს უხერხული კითხვა არ გაჩნდება:
„ამ ადამიანს ვეხმარები თუ ჩემს დახმარებაზე დამოკიდებულს ვხდი?“
რადგან ყველაფერი, რაც ვინმეს ცხოვრებას უმარტივებს, გრძელვადიანად მისთვის სასარგებლო არ არის.
ზოგჯერ დახმარება გვერდით ყოფნას ნიშნავს. ზოგჯერ კი — მისთვის შესაძლებლობის მიცემას, რაღაც დამოუკიდებლად გააკეთოს.
ზოგჯერ დახმარება თანხმობას ნიშნავს. ზოგჯერ კი ასეთ პასუხს:
„ამჯერად შენ ნაცვლად ვერ გავაკეთებ, მაგრამ შემიძლია დაგეხმარო, გაიგო, როგორ გააკეთო თავად.“
ეს ჩვენც გვეხება.
თუ ყველაფრისა და ყველას მუდმივად მხარდაჭერისთვის საკუთარი დასვენების, პრიორიტეტებისა და ცხოვრების მნიშვნელოვანი საქმეების დათმობა გიწევს, სხვების გვერდით ყოფნის ისეთი გზა ვერ შეგიქმნია, რომლის გაგრძელებასაც შეძლებ.
შენ შექმენი სისტემა, რომელიც მხოლოდ მანამდე მუშაობს, სანამ მთელ ტვირთს საკუთარ თავზე იღებ.
ადრე თუ გვიან კი ამ ტვირთის საფასურს გადაიხდი.
ამიტომ, სანამ ავტომატურად იტყვი „კი“, შესაძლოა საკუთარ თავს ჰკითხო:
„შემიძლია დავეხმარო ისე, რომ საკუთარ თავზე არ ავიღო ის, რაც ჩემი პასუხისმგებლობა არ არის?“
არ არის აუცილებელი, გულუხვობასა და პირად საზღვრებს შორის არჩევანი გააკეთო.
საუკეთესო დახმარებამ ორივე ადამიანი ცოტათი უფრო ძლიერი უნდა დატოვოს.
2 комментария
7 классов
ყველაზე დიდი ფარი - წმინდა პაისი მთაწმინდელის გაკვეთილი დედის ლოცვაზე
ერთხელ წმინდა პაისი მთაწმინდელთან მივიდა სასოწარკვეთილი დედა, რომელიც გულამოსკვნით ტიროდა თავის მოზარდ შვილზე. ბავშვი რთულ, გარდატეხის ასაკში იყო, ხასიათი შეეცვალა, ეურჩებოდა და დედას ეშინოდა, რომ ის სწორ გზას ასცდებოდა. ქალი ეკითხებოდა წმინდანს, თუ რა სიტყვებით შეეგონებინა შვილი, როგორ დაერიგებინა, რომ მას გაეგო და გამოსწორებულიყო.
წმინდა პაისიმ მას ძალიან მოკლე, მაგრამ მთელი ცხოვრების სამყოფი რჩევა მისცა:
„ნუ ელაპარაკები შვილს ღმერთზე, როცა ის არ გისმენს. ამის ნაცვლად, ელაპარაკე ღმერთს შენს შვილზე!“
წმინდანი განუმარტავდა მას, რომ როდესაც ბავშვი შინაგანად წინააღმდეგობითაა სავსე, ზედმეტი დარიგება, ყვირილი ან ჭკუის სწავლება ხშირად მხოლოდ აღიზიანებს მას და უფრო აშორებს მშობელს. ასეთ დროს დედამ სიტყვები კი არ უნდა დახარჯოს, არამედ მუხლზე უნდა დადგეს.
„დედის ლოცვა ისეთი ძლიერია, რომ შვილს ზღვის ფსკერიდანაც კი ამოიყვანს. როცა შვილის გამო ტირი, შენი ცრემლები პირდაპირ ღვთის ტახტთან ადის. ნუ აიძულებთ მათ სიტყვებით, უბრალოდ აკურთხეთ თქვენი შვილები, ილოცეთ მათთვის ჩუმად და დაინახავთ, როგორ შეცვლის მათ ეს უხილავი ძალა.“
ჩვენ ხშირად ვეძებთ რთულ გზებს ჩვენი შვილების დასაცავად, ვნერვიულობთ მათ მომავალზე, ვცდილობთ ყველაფერი გავაკონტროლოთ. არადა, ყველაზე დიდი ფარი და იარაღი, რაც შეგვიძლია მათ მივცეთ, არა გაუთავებელი შენიშვნები, არამედ დედის ჩუმი, გულითადი ლოცვა და უპირობო სიყვარულია. <3
3 комментария
26 классов
რა დაგვიშავა ქართველებს თურქეთმა?
აი, რა დაგვიშავა:
მე XI საუკუნის შუა ხანებში თურქ-სელჩუკები ცენტრალური აზიიდან დაიძრნენ და მალე მათ მთელი ირანი, სამხრეთ კავკასია და მცირე აზია დაიპყრეს.
1. 1065 წელს თურქებმა პირველად ილაშქრეს საქართველოში, ააოხრეს თრიალეთი, სამცხე, შავშეთი, კლარჯეთი და ჯავახეთი. ალფ-არსლანმა აიღო ახალქალაქი და მოსახლეობა ამოწყვიტა.
2. 1068 წელს სელჩუკებმა კახეთ-ჰერეთი მოარბიეს.
3. 1079 წელს სელჩუკებმა კიდევ ერთხელ დალაშქრეს საქართველო.
4. 1080 წლიდან იწყება „დიდი თურქობა“. ველური, მომთბარე თურქები სასტიკად აოხრებენ შავშეთს, აჭარას, სამცხეს, ქართლს, არგვეთს, კლარჯეთს. წვავენ ქუთაისსა და არტანუჯს. შემოსევებმა მუდმივი ხასიათი მიიღო. თურქები ადრიან გაზაფხულზე მოდიოდნენ საქართველოში თავიანთი ჯოგით და დაზამთრებამდე აოხრებდნენ ქვეყანას. კლავდნენ, ძარცვავდნენ და ატყვევებდნენ ქართველებს. შემოსევების შედეგად განადგურდა სოფლის მეურნეობა, მოიშალა ეკონომიკა, მოსახლეობა მთებსა და გამოქვაბულებს აფარებს თავს. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ დამშეული მოსახლეობა ხშირად ფოთლებით იკვებებოდა.
5. 1104 - სელჩუკების შემოსევა საქართველოში. ერწუხის ბრძოლა.
6. 1110 - სელჩუკების შემოსევა და მათი დამარცხება დავით აღმაშენებლის მეირ თრიალეთთან.
7. 1115 – სელჩუკების შემოჭრა საქართველოში
8. 1118 თურქ-სელჩუკების შეჭრა ჯავახეთში, თუხარისის ერისთავის, ბეშქენ ჯაყელის მკვლელობა.
9. 1121 - მუსლიმთა კოალიცის შემოჭრა საქართველოში ილღაზის სარდლობით და მათი განადგურება დიდგორის ველზე.
10. 1123 - სულთან მაჰმუდ მუჰამედის შემოჭრა შირვანში და საქართველოსთვის ომის გამოცხადება.
11. 1123 - თურქების შეჭრა ანისში და ქართველების მიერ ანისის განთავისუფლება.
12. 1232 წელს რუმის თურქები შემოესივნენ საქართველოს, აიღეს 30 ციხე და ამოწყვიტეს მოსახლეობა.
13. 1367 - თურქებმა სამცხე დაარბიეს, გაძარცვეს და ტყვეები წაიყვანეს, შემდეგ კი დამარცხდნენ ბაგრატ მეხუთესთან ბრძოლაში.
14. 1373 - თურქების შეჭრა ჯავახეთში. ალასტანთან ბრძოლაში დაიღუპა ქსნის ერისთავი.
15. 1407 წელს თურქმანები საქართველოს შემოესივნენ. მათთან ბრძოლაში გმირულად დაეცა გიორგი VII, მეფე, რომელსაც ქედი ვერ მოახრევინა აზიის მბრძანებელმა, თემურ ლენგმა.
16. 1411 წელს თურქმანებთან ბრძოლაში დაიღუპა საქართველოს მეფე კონსტანტინე
17. 1473 - თურქმანების შემოსევა საქართველოში უზუნ-ჰასანის სარდლობით.
18. 1477 წელს უზუნ ჰასანმა მეორედ მოაოხრა საქართველო და თბილისი უბრძოლველად აიღო.
19. 1479 -თურქმანების შემოსევა სამცხეში და მათი მარცხი
20. 1482 - თურქმანების მიერ ახალციხის აღება, სამცხისა და დმანისის დარბევა, აწყურის ციხის აღება.
21. 1487 - თურქმანების ლაშქრობა საქართველოში. ქვემო ქართლის დარბევა.
22. 1488- თურქმანები იღებენ თბილისს და მოსახლეობას სასტიკად უსწორდებიან.
23. 1489 წელს ქართველებმა უბრძოლველად დათმეს თბილისი. თურქმანებმა თბილისში გარნიზონი ჩააყენეს.
24. 1498-1500 - ოსმალების შემოსევები სამცხესა და ჭანეთში
25. 1510 წელს ოსმალები სულთნის მემკვიდრე სელიმ ფაშას მეთაურობით იმერეთის სამეფოს დაესხნენ თავს, დაარბიეს და გადაწვეს ქუთაისი.
26. 1513 წელს ქართლში თურქების ლაშქრობა
27. 1520 წელს ყიზილბაშებმა შაჰ ისმაილის სარდლობით თბილისი აიღეს და გადაწვეს, შემდეგ კი სამცხე მოარბიეს.
28. 1543 წელს ოსმალები 22 000-იანი ლაშქრით ტაოში შეიჭრნენ და ოლთისს ალყა შემოარტყეს. ბაგრატმა მორჩილიება გამოუცხადა თურქებს, შემდეგ წამოეწია უკან გაბრუნებულ თურქებს და სასტიკად დაამარცხა მათივე ზარბაზნებით.
29. 1545 წელს ოსმალებმა დიდძალი ჯარი გამოგზავნეს სამცხეში. გადამწყვეტ ბრძოლაში სოხოისტასთან ქართველები დამარცხდნენ. აქედან მოყოლებული სამცხე ოსმალებმა საბოლოოდ დაიპყრეს.
30. 1549-1451 წელს ოსმალებმა მესხეთი ააოხრეს, თორთუმის ციხე აიღეს, მესხების ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი დაატყვევეს და მონებად აქციეს. ამის შემდეგ ოსმალები გურიას შეესივნენ და ჭანეთი მოწყვიტეს გურიას. 1551 წელს ოსმალებმა არტაანია იღეს და დაასრულეს სამცხის დაპყრობა.
31. 1555 წელს ამასიის ზავით ოსმალეთმა და ირანმა საქართველო გაიყვეს. დასავლეთ საქართველო და სამცხის დასავლეთ ნაწილი ოსმალეთს შეხვდა, აღმოსავლეთ საქართველო და სამცხის აღმოსავლეთ ნაწილი კი ირანს. როცა სულეიმანი სტამბულს დაბრუნდა დედამ ჰკითხა: „მიხარია მშვიდობით რომ დაბრუნდი შვილო ჩემო, მაგრამ ქართველები ხომ არ დაგსხმიან თავს? – არა დედაჩემო, ნუ გეშინია, ვინაიდან მე აღვმართე უმაღლესი კედელი ოსმალეთსა და საქართველოს შორის“ – როგორ შეძელ შვილო კედლის აშენება ამოდენა მანძილზე? – შევსძელ დედაჩემო, შევსძელ. მე იგი ავაგე ქართველების ხორცით და სისხლით, ამიერიდან ვერასოდეს გადმოლახავენ ქართველები ოსმალეთის საზღვარს.“ – მიუგო სულეიმანმა (სანიკიძე., ლ., დედა ისტორია, 2005, გვ. 183)
32. 1578 წელს ჩილდირის ველზე ერთმანეთს ოსმალეთი და ირანი დაეტაკა. ირანის მხარეს “ირანელი მესხები“ იბრძოდნენ, „თურქთა მესხები“ კი არ ჩანდნენ. ბრძოლა თურქთა გამარჯვებით დასრულდა. მანუჩარ ჯაყელი გვიან გამოცხადდა ბრძოლის ველზე და დაგვიანებისთვის მოიბოდიშა. თურქთა სარდალმა ლალა ფაშამ ირანის მხარეზე მებრძოლი მესხები გამოიყვანა და მანუჩარის თვალწინ ყველანი კოცონზე დააწვევინა.
33. 1578 წელს თურქები გადამწვარ თბილისში შევიდნენ, შემდეგ კი მთელი აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს.
34. 1579 - სიმონ მეფის ბრძოლა ქართლის დასაბრუნებლად, ოსმალების გაყრა ქართლიდან.
35. 1582 წელს ოსმალები ქართლში შემოიჭრნენ და გორის ციხე აიღეს, მაგრამ დამარცხდნენ სიმონ მეფესთან ბრძოალში. ჰადიმ ფაშამ მარცხი მანუჩარს გადააბრალა და გადაწყვიტა მისი მოკვლა. იგი კარავში მიიწვია მოსალაპარაკებლად და უიარაღო მანუჩარს 10 შეიარაღებული ოსმალო დაახვედრა. ერთ-ერთი ოსმალო მანუჩარს გადაუდგა იარაღით, მაგრამ მანუჩარმა თვალის დახამხამებაში გამოგლიჯა ხელიდან ხმალი და ისე უხეთქა, რომ თავი მუცლამდე გაუპო. ამის შემდეგ დანარჩენებს დაერია, თვით მეჰმედ ფაშას 5 ჭრილობა მიაყენა და ძვლივს გადაურჩა სიკვდილს. ამის შემდეგ სამცხეში სახალხო აჯანყება დაიწყო და განდევნეს ოსმალები სამცხის ციხეებიდან.
36. 1584 წელს ოსმალები ქართლში შეიჭრნენ, სიმონმა და მანუჩარმა ოსმალები სასტიკად დაამარცხეს.
37. 1585 წელს ოსმალები ისევ შემოიჭრნენ ქართლში, კვლავ დაიკავეს გორი, ლორე და მოაოხრეს ახლომდებარე სოფლები.
38. 1599 წელს ნახიდურთან ბრძოლაში ქართლის მეფე სიმონი ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს. მიუხედავად სიმონის შვილების მცდელობისა და უამრავი ფულის მიცემისა, მეფე ვერ დაიხსნენს. ოსმალებმა ფული ფულად მიითვალეს სიმონ მეფეს კი ტყვეობაში ამოხადეს სული.
39. 1609 წელს ოსმალები ქართლში შეიჭრნენ. გზაში მათ ადგილობრივი მღვდელი, თევდორე შეიპყრეს და უბრძანეს ცხირეთის ციხეში წაეყვანა ისინი, რათა ქართლის მეფე ტყვედ ჩაეგდოთ. სანაცვლოდ ოსმალები ოქორს სთავაზობდნენ მღვდელს, უარის თქმის შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯას შეპირდნენ. თევდორემ „მოსაფიქრებლად“ ცოტა დრო ითხოვა, მუხლებზე დაემხო და საქართველოს მომავალი შეავედრა ღმერთს, შემდეგ კი ოსმალთა სარდალს მიუბრუნდა და უთხრა – თანახმა ვარ, წაგიყვანთ მეფესთანო. თევდორემ ოსმალები სინამდვილეში სულ სხვა გზით წაიყვანა და დააშორა მეფის ბანაკს, რითაც ქართველებს დრო მიეცათ ლაშქრის შესაკრებად. როცა ეს ოსმალთა სარდალმა გაიგო, თევდორე სასტიკად აწამა და ბოლოს ხმლით აკუწა. ქართლში შემოჭრილი ოსმალები ქართველებმა გიორგი სააკაძის სარდლობით სასტიკად დაამარცხეს. მათი უმრავლესობა ამოწყვიტეს, ნაწილი კი ტყვედ წაასხეს.
40. 1634 – ოსმალთა დესანტის გადასხმა აფხაზეთში და აფხაზეთის მოოხრება.
41. 1703 წელს თურქებმა დასავლეთ საქართველო დაარბიეს.
42. 1723-1736 - თურქები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ძალით იკავებენ, რითაც საქართელომ დაკარგა ზღვაზე გასასვლელი. ფოთში ფაშა დასვეს, დასავლეთ საქართველოს ციხეებში კი თურქული გარნიზონი ჩააყენეს.
43. 1723 -თურქების მიერ თბილისის უბრძოლველად დაკავება
44. 1733 წელს ოსმალებმა აზოვის სანაპიროების გამოხსნა გადაწყვიტეს და ამისთვის დასავლეთ საქართველოს მეფე მთავრები მოიწვიეს. დადიანმა უარი განაცხადა ლაშქრობაში მონაწილეობაზე, რის გამოც ოსმალებმა სამეგრელო სასტიკად მოაოხრეს.
45. 1737 - ახალციხის ფაშას მიერ სადამსჯელო ოპერაციის წამოწყება აჭარაში.
ეს არის ახალციხის მუზეუმში დაცული ხელნაწერი თუ როგორ ექცეოდნენ თურქები ქართველებს სამცხესა და აჭარაში, არც ისე შორს მე-18 საუკუნეში -" რომელ ხორციელ ენას შეუძლია წარმოთქვას, იმდროინდელ მამა-დედათა დასჯა-ტანჯვანი.ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის პალოზე გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულ მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზე გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ..
რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხმდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ"
46. 1757 წელს ხრესილის ბრძოლაში იმერეთის მეფემ სოლომონმა სასტიკად დაამარცხა.
პ.ს. ეს ყველაფერი ოფიციალური წყარო გახლავთ.
2 комментария
13 классов
🖤28 წლის ასაკში დასრულებული სიცოცხლე - როგორი იყო ყველასგან გამორჩეული სოფიო ჭავჭავაძე...
...ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილი და ფინეთის დიდი სამთავროს წარმომადგენლის, ალექსანდრე ნიკოლაის მეუღლე სოფიო ჭავჭავაძე...
🔹ალექსანდრე ჭავჭავაძე და სალომე ორბელიანი 1812 წელს დაქორწინდნენ.
მათ შეეძინათ ოთხი შვილი: ნინო ჭავჭავაძე (ალექსანდრე გრიბოედოვის მეუღლე), ეკატერინე ჭავჭავაძე (დავით დადიანის მეუღლე და სამეგრელოს უკანასკნელი დედოფალი), სოფიო ჭავჭავაძე (ალექსანდრე ნიკოლაის მეუღლე) და დავით ჭავჭავაძე.
🖋️ალექსანდრე ჭავჭავაძემ შვილების აღზრდა პეტერბურგიდან ჩამოსულ პარასკოვია არესნიევას მიანდო.
იგი გახლდათ თბილისელი გენერლის, გვარად ახვერდოვის მეუღლე.
სოფიო ჭავჭავაძემ საუცხოოდ შეისწავლა რუსული და ფრანგული ენები, ხატვა და მუსიკა.
🕰️▪️1846 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ალექსანდრე ჭავჭავაძე (მეჯლისიდან მომავალი ეტლიდან გადმოვარდა).
ერთი წლის შემდეგ 1847 წელს მისი მეუღლე - სალომე ორბელიანიც აღესრულა.
სოფიოს მეურვეობა მისმა დამ, ნინომ და ძმამ, დავითმა იკისრეს.
1845 წელს ჭავჭავაძეებს რუსეთის სახელმწიფო მოხელე ალექსანდრე პავლეს ძე ნიკოლაი ესტუმრა.
სოფიო მაშინ 12 წლის იყო, ბარონი კი - 24-ის.
🔹მშობლების დაღუპვის შემდეგ, ნინო ჭავჭავაძე ძალიან ემადლიერებოდა ბარონ ნიკოლაის თანაგრძნობისა და უმცროს დაზე ზრუნვისთვის, რაც ოდნავ მაინც უმსუბუქებდა მას დედ-მამაზე დარდს.
ალექსანდრე ნიკოლაის წინაპრები მიეკუთვნებოდნენ შვედური სამთავროს გვარს, რომლებიც მე-18 საუკუნის დასაწყისიდან საფრანგეთში ცხოვრობდნენ.
1769 წელს ალექსანდრეს პაპა, სტრასბურგის უნივერსიტეტის ლოგიკის პროფესორი, ლუდვიგ-ჰენრიხ ნიკოლაი, დედოფალმა ეკატერინე მეორემ მიიწვია დიდი მთავრის, პავლე პეტრეს ძის აღმზრდელად, ბიბლიოთეკარად და მდივნად.
⌛️ამ დროიდან მისი ოჯახი რუსეთის სამსახურში ჩადგა.
1828 წელს ნიკოლაის გვარის წარმომადგენლებს, ნიკოლოზ პირველის ბრძანებით, ფინეთის დიდი სამთავროს ტიტული ებოძათ.
1845 წლიდან ალექსანდრე ნიკოლაიმ მიხეილ ვორონცოვის კანცელარიაში დაიწყო სამსახური.
1848 წლიდან იგი კავკასიის მეფისნაცვლის სალაშქრო კანცელარიის დირექტორი იყო.
ბარონ ნიკოლაისა და სოფიო ჭავჭავაძის ქორწილი 1850 წელს შედგა.
წყვილი ბეთანიაში დასახლდა, სოფიოს სამზითვო მამულში და სახლის შენება დაიწყო.
ალექსანდრე ქართულის სწავლას შეუდგა.
1852-1859 წლებში იგი კავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრი და სასწავლო ოლქის მზრუნველი, 1859 წლიდან კი კავკასიის მეფისნაცვლის საბჭოს წევრი იყო.
🔸ამავე წელს დაიბადა მათი ერთადერთი ქალიშვილი მარიამ ნიკოლაი.
1862 წელს ალექსანდრე ნიკოლაი პეტერბურგში გადაიყვანეს.
მეუღლე მაშინვე არ წაიყვანა.
სანამ ახალ ადგილას მოეწყობოდა, გადაწყვიტა, რომ ოჯახი კიევში დაეტოვებინა.
ეს გადაწყვეტილება საბედისწერო აღმოჩნდა.
▪️სოფიო ჭავჭავაძე 1862 წელს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი კიევში გაცივდა. ფილტვების ანთება დაემართა და გარდაიცვალა ტუბერკულოზით.
სოფიო ჭავჭავაძე რუსეთში, ვიბორგშია დაკრძალული.
ამ ადგილიდან რუსეთ-ფინეთის საზღვრამდე 38 კილომეტრია.
🖋️სოფიოსა და ალექსანდრეს მცირეწლოვანი ქალიშვილი მარიამ ნიკოლაი მამამ საქართველოში ჩამოიყვანა და ბიძას დავით ჭავჭავაძეს ჩააბარა.
იგი საქართველოში გაიზარდა და ცნობილ სახელმწიფო მოხელეზე, გიორგი დიმიტრის ძე შერვაშიძეზე იქორწინა.
მათ ერთადერთი ვაჟი ჰყავდათ - დიმიტრი.
🔹გიორგი შერვაშიძე იყო პირველი აფხაზი იურისტი, 1889-1897 წლებში ტფილისის გუბერნატორი.
მას ჰქონდა კამერგერის წოდება და ნამდვილი ტიტულარული მრჩევლის ჩინი.
ალექსანდრე ნიკოლაის სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან.
სწორედ მან გამოაცხადა 1864 წლის 8 ნოემბერს, თბილისში, ღუნიბის მოედანზე, რუსეთის იმპერატორის, ალექსანდრე მეორის მანიფესტი აღმოსავლეთ საქართველოში ბატონყმობის გაუქმების შესახებ.
🕰️▪️იგი გარდაიცვალა 1899 წელს, 78 წლის ასაკში, ტფილისის გუბერნიაში მდებარე თავის მამულ ლაჩინოში.
მისი ნეშტი მონრეპოში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით დაკრძალეს.
/ცნობები მოამზადა საიტმა: მედიაჰოლდინგი "კვირა"/
🔻მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი და გსურთ, არხის განვითარებაში დაგვეხმაროთ, დონაციის ბმული იხილეთ კომენტარებში ან გვერდის აღწერაში.
🩵ერთად გავაცოცხლოთ საქართველოს ისტორია!
2 комментария
8 классов
,,ქართველი ახალგაზრდა გოგოები ვინც წასულები არიან საზღვარგარეთ, და თხოვდებიან უცხოელებზე , თურქებზე , ირანელებზე , გერმანელებზე თუ ფრანგებზე , იტალიელებზე თუ ბერძნებზე, მათი შვილები ქართველები აღარ არიან! ისინი სხვა ჯიშს ამრავლებენ...
ქართველო გოგოებო, მთლად ნუ გადაგვარდებით და სხვა ქვეყნის ხალხზე ნუ გათხოვდებით, გათხოვდით ქართველებზე და ქართველები გაამრავლეთ! რომ ამბობთ ჩვენ წასული ვართ საზღვარგარეთ და ჩვენს ქვეყანას ვარჩენთო, ერთის მხრივ კი არჩენთ მაგრამ მეორე მხრივ ანგრევთ იმიტომ რომ სხვა ტომზე თხოვდებით... რატომ თხოვდებით სხვა ტომზე, მერე სხვა ტომის ხალხი შემოგყავთ ჩვენთან და საქართველოს ანადგურებთ!
თუ თქვენ ოდნავ მაინც გიყვართ საქართველო და ქართველობა, არც ქართველი გოგო არ უნდა გათხოვდეს სხვა ერის კაცზე და არც ქართველმა კაცებმა არ უნდა შეირთონ ცოლად სხვა ერის ქალები!
შემოდით საქართველოში ქართველზე გათხოვდით და ქართველი მოიყვანეთ ცოლად, სხვა შემთხვევაში თქვენ ქართველი აღარ ხართ, გინდ კაცი და გინდ ქალი!
თქვენი შვილები სხვა ერია უკვე და მასეთები რომ გამრავლდნენ საქართველოში, მაგისთანა ხალხი ებრძვის ნამდვილ ქართველებს!
სხვა ერზე შერეულები რომ გამრავლდნენ საქართველოში აი მაგისთანები არიან მერე, პარლამენტში და სტრუქტურებში რომ გვანადგურებენ ქართველ ხალხს!
ვინც უცხოელებზე ქორწინდებით ჩათვალეთ თქვენ ანადგურებთ საქართველოს!"
ბერი დავით რიჟამაძე
2 комментария
24 класса
ამასობაში როგორც მოსალოდნელი იყო კიევზე შეტევა დაიწყო 20.08.2026 7 ბალისტიკური რაკეტის ზალპი განხორციელდა. უკვე 11. მძიმე ღამე იქნება კიევისთვის. უკვე15. ისკანდერები ცირკონი და ეხლა კორეული კნ-23. ჯამში 20 რაკეტა იყო. ზღვიდან კალიბრები გაუშვეს რუსებმა 8 რაკეტაა. სტრატეგიული ავიაციაც ჰაერშია და ერთ საათში ფრთოსანი რაკეტების ზალპიც იქნება. კიდე 7 კალიბრი გაუშვეს და ალბათ 30-მდე საჰაერო ბაზირების ფრთოსანი რაკეტა. ამასობაში უკრაინულმა უპილოტოებმაც ჩააღწიეს რუსეთში დილიდან კადრებიც იქნება
7 комментариев
4 класса
01:01
- Класс
00:26
00:26
загрузка
Показать ещёДополнительная колонка
О группе
ვინც ოდესმე ძლიერი სახელმწიფო შექმნა ჩვენში, ჯერ ქართველების ამბიცია და ბედოვლათობა დაამარცხა, ხოლო შემდეგ მტერი...
Показать еще
Скрыть информацию
Фото из альбомов
Правая колонка