თავისუფალ დროს შვილთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად ატარებს;
უყვარს ცხოველები. განსაკუთრებით ძაღლები და ცხენები; მისი საყვარელი ჟანრებია კომედია და დრამა;
უყვარს ზღვა, ცურვა, სერფინგი და სხვა ექსტრემალური გართობა. მისი წყობიდან გამოყვანა რთულია და წყენასაც მალე ივიწყებს. ბუნებით რომანტიკოსია. „საყვარელ ადამიანს შემიძლია, დიდხანს ვუყარაულო და უჩვეულო ადგილას დავპატიჟო. მოულოდნელად მივართვა ძვირფასი საჩუქარი ან წითელი ვარდების უშველებელი თაიგული. შემიძლია, კომპლიმენტებით და კოცნით ავავსო. ვნება სისხლში მაქვს“, - ამბობს მსახიობი. გულშემატკივრები ხშირად უწყობენ „ფლეშმობს“ და სოციალურ ქსელში სასიყვარულო შეტყობინებებს უტოვებენ.
პირველად ტელემაყურებელმა ახალგაზრდა სტანისლავ ბონდარენკო სერიალ „სიყვარულის თილისმაში“ იხილა. პირველივე როლიდან მას უამრავი თაყვანისმცემელი გაუჩნდა. ახალგაზრდა მსახიობს სხვადასხვა ჟანრის ფილმებში უკვე 40-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. 2008 წელს სტანისლავ ბონდარენკო ქართველი კინორეჟისორების - ნანა ჯორჯაძისა და ირაკლი კვირიკაძის ფილმში გადაიღეს, სახელწოდებით „ალიდან და ნათელიდან“, სადაც პოეტ მიხეილ ლერმონტოვის მკვლელის ნიკოლაი მარტინოვის როლი შესანიშნავად შეასრულა. ფილმის ავტორებმა ლერმონტოვის ცხოვრების ბოლო დღეები ასახეს და მწერლის არაერთგვაროვანი პიროვნული სახე ახლებურად გაიაზრეს.
სკოლაში კარგი სწავლით არ გამოირჩეოდა, თუმცა ყოველთვის აქტიური იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სტასმა გადაწყვიტა, სწავლა მოსკოვის ავიაციის ინსტიტუტში გაეგრძელებინა, თუმცა, მალევე გადაიფიქრა. ეს სწორედ ის პერიოდი იყო, როდესაც სტანისლავი ცეკვის სტუდიაში ცეკვავდა. სტუდიის წევრებმა მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში გამართულ საღამოზე საცეკვაო ნომერი შეასრულეს. თეატრალური ინსტიტუტის მხატვრულმა ხელმძღვანელმა ნიჭიერი სტანისლავი შეამჩნია, მისი მონაცემებით აღფრთოვანდა და გასაუბრებაზე დაიბარა. აი, ასე, ყველასთვის მოულოდნელად, სტანისლავი თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა და ახალ სასწავლო პროცესს მთელი მონდომებით შეუდგა. გაძლიერებულ მეცადინეობასა და შრომისმოყვარე
სტანისლავის მამა პროფესიით ავტომობილების მშენებელი და შემკეთებელია. დედა კი - სტილისტის დამხმარე. მსახიობს ჰყავს უფროსი ძმა და 9 წლით უმცროსი ტყუპი და. 11 წლამდე უკრაინაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. ბავშვობაში სხვადასხვა ინტერესები ჰქონდა - გატაცებული იყო სამეჯლისო ცეკვებითა და კარატეთი. მსახიობობაზე კი არასდროს უფიქრია.
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული. მისი რჩეული იულია ჩიპლიევა იყო. მათ ერთმანეთი 2000-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს, როდესაც გოგონა სოჭიდან მოსკოვში მივლინებით ჩავიდა. მათი ურთიერთობა ვერ შედგა. სტანისლავმა იულიას ტელეფონის ნომერი დაკარგა. გოგონა კი სოჭში დაბრუნდა. მალევე იულიამ მოსკოვის საფინანსო აკადემიაში დააპირა სწავლის გაგრძელება და კვლავ მოსკოვს დაუბრუნდა. სტანისლავმა „დაკარგული სიყვარული“ მეგობრის დაბადების დღეზე იპოვა და მეორე შანსი ხელიდან არ გაუშვა. შეყვარებულმა წყვილმა 2008 წელს ოფიციალურად იქორწინა. შეეძინათ შვილი - მარკი და შვიდი წელი ბედნიერად იცხოვრეს. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, 2015 წლის დასაწყისში ერთმანეთს დაშორდნენ. სტანისლავი მადლობას უხდის მეუღლეს ყველაფრისთვის და