კაცმა უთხრა: მე ბევრი ქალი მომწონს. არ შემიძლია მხოლოდ ერთთან ვიყო - ქალმა საპასუხოდ გაუღიმა.
კაცმა უთხრა: მე ჩემთვის ვარ.. თავისუფალი და არავის წინაშე ვალდებული...
ქალმა სიგარეტს მოუკიდა და თვალები დაბლა დახარა.
კაცმა უთხრა: მე მომწონს ქალები რომლებიც მიგებენ და აფასებენ ჩემს თავისუფლებას და არ ვაპირებ არაფრის შეცვლას.
ქალმა უგემურად გაიღიმა და კვამლი გამოუშვა.
კაცმა უთხრა: მოდი კარგი დრო გავატაროთ, მე შენ მომწონხარ.
ქალმა სიგარეტი ჩააქრო და თვალებში შეხედა.
კაცი მიხვდა რომ არც ქალი იყო უარზე.
კაცმა კითხა: ალბათ ბევრი კაცები გყავდა..
ქალი ჩაეხუტა და ძლიერად მიეკრო.
კაცმა ჰკითხა: ჩემთან კარგად გრძნობ თავს?
ქალმა თვალები დახუჭა და აკოცა.
დილით წასვლისას კაცმა უთხრა: შენთან კარგი დრო გა