"ბავშვის აღსაზრდელად, ყველაზე მთავარი, სწორად შერჩეული მამაა." #ekamegrelishvili
    1 комментарий
    67 классов
    ✈ მსოფლიოში ყველაზე გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ჩინეთის ერთ-ერთ აეროპორტს Qamdo Bamda-ს აქვს - 5,500 მეტრი. შედარებისთვის, ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 2,500 მეტრი სიგრძისაა. ✈ ✈ Qamdo Bamda ასევე ცნობილია, როგორც ზღვის დონიდან მეორე, ყველაზე მაღლა მდებარე კომერციული აეროპორტი (4 334 მეტრი)
    1 комментарий
    8 классов
    მე რომ მიყვარხარ, მგონია, რომ უყვარხარ ყველას, მთელ სამყაროზე ეჭვიანობს ახლა ეს გული. ვინც სიყვარული იწამა და... ღმერთს სთხოვა შველა, ასე მგონია შენზე იყო შეყვარებული. რა ეშველება, აღარ ვიცი, უშენოდ ამ ხალხს, რა ეშველება ამ ქვეყანას შეცვლილს, ვნებიანს. ასე მგონია, ვერ ამჩნევენ ჩემსავით, სხვა ქალს, ასე მგონია შენს სიყვარულს მეცილებიან. ჰოდა, ამიტომ მიმაჩნიხარ სამყაროს ფასად, ჰოდა, ამიტომ გნებდებიან ვნებულს გულები. მე რომ მიყვარხარ, მგონია, რომ უყვარხარ სხვასაც, ვეჭვიანობ და უმიზეზოდ გებუზღუნები! /დათო ახლოური/
    1 комментарий
    10 классов
    მე მჯერა ვარდისფერი ფერის. მჯერა,რომ სიცილი კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალებაა. მჯერა კოცნის, ბევრი კოცნის. მჯერა ძლიერად დარჩენის მაშინაც კი, როცა ყველაფერი ცუდად მიდის. მჯერა, ბედნიერი გოგონები ყველაზე ლამაზები არიან. მჯერა, რომ ხვალინდელი დღე კიდევ ერთი ლამაზი დღეა და მე მჯერა სასწაულების. მაკიაჟს შეუძლია დაგვეხმაროს, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ, მაგრამ იგი შინაგან სიმახინჯეს ვერ დამალავს მიმზიდველი ტუჩებისათვის, საჭიროა, მხოლოდ კარგზე ისაუბროთ. ლამაზი თვალებისათვის,საჭიროა, ეძებოთ კარგი ადამიანები. უნაკლო ფიგურისათვის, საჭიროა, გაუნაწილოთ ღარიბებს საკვები. მშვენიერი თმებისათვის, საჭიროა, დღეში ერთხელ მაინც მისცეთ ნება ბავშვებს შეეხონ მათ. წონასწორობისათვის,საჭიროა, ცოდნით იაროთ. თანაც არასდროს მოგიწევთ მარტო სიარული. ადამიანები საგნები არ არიან და მათ ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ შეიცვალონ. არასდროს არაფერზე და არავისზე ჩაიქნიოთ ხელი. როდესაც გაიზრდებით აღმოაჩენთ, რომ ორი ხელი გაქვთ: ერთი იმიტომ, რომ საკუთარ თავს დაეხმაროთ და მეორე კი იმისთვის, რომ სხვებს გაუწიოთ დახმარება.. ქალის სილამაზე მის ტანსაცმელში არ იმალება, არ მის უნაკლო ფიგურასა და ვარცხნილობაში. ქალის სილამაზე შეიძლება დაინახოთ მის თვალებში, რადგან თვალები გულის გასაღებია, იმ ადგილის გასაღები, სადაც სიყვარული სუფევს. ქალის ნამდვილი სილამაზე მის სულში აირეკლება, იმ მზრუნველობაში და სიყვარულში, რომელსაც იგი გასცემს. და ეს სილამაზე წლებთან ერთად იზრდება.. შეუდაებელი... ოდრი ჰეპბერნი #neka
    1 комментарий
    20 классов
    "siyvarulidan gamosavali ar arsebobs, is tavad sicocxlea. gauprtxildit, gaamravlet, nu moklavt mas." #neka
    1 комментарий
    15 классов
    დილა მშვიდი, ბედნიერი გათენდა, ვიღიმი და მეთბილება სამყარო. ზეცას ვუმზერ, შვილებს ვეალერსები... ჰე, სიცოცხლევ საყვარელი რამ ხარო! /ეკა მეგრელიშვილი/ 02.01.17 ბედნიერებას სიხარულს, სიყვარულსა და გამრავლებას გისურვებთ! მიყვარხართ! #ekamegrelishvili
    1 комментарий
    12 классов
    მე ველოდები.შენს მოსვლას აცივდა, შენს მოლოდინში,უამრავი ცრემლი დამცვივდა, ფანჯრის რაფასთან.დგომამ დამღალა, და ამ ლოდინმა,გული დაღალა, გული არ თბება,ცრემლი არ შრება, შენ არ მოდიხარ,მე გული მტკივა, გრძნობა და ლექსი,ყინვამ გაყინა, ვფიქრობ,რომ ალბათ,ბედმა დამცინა, ბედმა დამცინა,ეს არა ნიშნავს, ღმერთმა გამწირა! ღმერთის იმედით,უფლის დიდებით, თოვლიც დადნება,ცრემლიც დაშრება, გულიც გათბება,ლექსიც გალღვება, ეს ყველაფერი ცხადში ახდება, შენ მოხვალ ჩემთან,ჩამეხუტები, ჩაგიკრავ გულში და სიყვარული განმიახლდება!!!
    1 комментарий
    7 классов
    სადღაც გაფრინდა ჩემი ოცნება... ცის ჰორიზონტსაც გადავაბიჯე... დროის სიშორე მთვარის ლოცვებად... ზეცის ფიქრებით სწავლობს ნაბიჯებს.... ახალ ფეხადგმულს ნუ ჩამიქრები... სიშორე გულში აღარ ეტევა... მეწამულივით დამაქვს ფიქრებიდა სიყვარულის უცხო შეტევა.... ვიბნევი... თუნდაც გრძნობით ვიბნევი... ჩემი სულისთვის ისევ დიდი ხარ... გულის ქარიშხალს ჩუმად მიყვები.... მტოვებ და მაინც არსად მიდიხარ....
    1 комментарий
    12 классов
    დაკარგულ სიყვარულს, გაფრენილ ოცნებებს და დარჩენილ იმედებს გაუმარჯოს. დარდიან გულს, ნისლიან ღამეს და ნისლში გაფანტულ იმედებს გაუმარჯოს. მომღიმარ ბაგეს, იმედიან თვალებს და სიყვარულით სავსე გულს გაუმარჯოს. იმ კეთილ ადამიანს გაუმარჯოს ვინც მუდამ გვერდში გიდგას და ნატანჯ გულს გაგითბობს. ვინც თვალზე ცრემლს შეგიშროობს, წამოგაყენაბს და გვერდით დაგიდგება. იმ ოცნებებს გაუმარჯოს სულს რომ არ აძლევს დაცემის და გათელვის უფლებას. იმ სიყვარულს გაუმარჯოს, რომელიც დაგეკარგა და გულში ფარულად მაინც ცოცხლობს, სიცოცხლის გაგრძელებასა და დედის ტკბილ იავნანას გაუმარჯოს. მონატრებული შვილის ღიმილს და თბილ ჩახუტებას გაუმარჯოს. იმ ნატვრას გაუმარჯოს სანთლის წინ მუხლდაჩოქილი რომ ნატრობ საყვარელი ადამიანის კარგად ყოფნას. 14.12.2016 მ.კ.
    2 комментария
    43 класса
    კბილის დაბჟენვის ტრადიციული მეთოდი მალე წარსულს ჩაბარდება
    2 комментария
    12 классов