დედაშვილობის უნაზეს გრძნობას,
ვინ დაუდგინა დრო და თარიღი,
დასაბამია ჩვენი სიცოცხლის,
იგი წუთებს და დღეებს არ ითვლის....
დედის სიყვარულს რად უნდა რიცხვი,
ანდა ვინა სთქვა დღე უიმისოდ,
დედა ერთია და შეუცვლელი,
ჩვენს გულებშია სამარადისოდ.
დედობის განცდა დიდი მადლია,
იგია ქვეყნად სიცოცხლის წყარო,
უტკბილესია, ნუ დაიჯერებთ,
მასავით ვინმემ რომ შეგიყვაროთ.
ნურც დედის სიკვდილს ნუ დაიჯერებთ,
ჩვენ მისი ხსოვნაც მზესავით გვათბობს,
მისი სული ხომ ჩვენთვის ლოცულობს,
და ერთი წუთით არ გვტოვებს მარტო.
ახლა როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ,
მწამს დედის სული დამნათის სხივად,
ან რა დავწერო, მას რომ შევკადრო,
სიტყვებს ვარჩევ და ვალაგებ ფრთხილად.
ამ ლექსსაც შენი სურნელი ასდის,
გაზაფხულივით მავსებდი დედი,
ქედს ვუხრი მე შენ
''ია ამოდის დედის ცრემლზე!..."გამიგონია,
შემორჩენია ეს სიტყვები,სულს მოგონებად,
დედის კალთაში თავ ჩადებულს...არ გეშინია,
თუ გიჭირს, დედა დაგედება სულზე მალამოთ!
როგორც სანთელი...ჩამოქნილი ღმერთის ხელებით...
ისე ნელნელა იღვენთება, დედის სიცოცხლე,
რამდენი რამე გვიგროვდება სულშისათქმელი-
და სულ გვგონია,რომ ამის თქმას მოვასწრებთ ხვალეც!
ია ამოდისდედისცრემლზე, ბრძენს უთქვამს ესეც,
დედის თბილ ხელებს,სხვანაირი მადლი დაჰყვება,
-"მოგიკვდესდედა!..."ამას სხვაგანარსადამბობენ...
გვგონია დედა არდაგვტოვებს, სულ გვეყოლება!
და თუ დაგვტოვა,ჰო იმ დღიდან უცბათ ვბერდებით,
დიდი ბავშვები...ვრჩებით უკვე ცივ სამყაროში...
მოვასწროთ ყველამ...დავიჩოქოთ დედის მუხლებთან,
ჩვენი ბავშვობა დავინახოთ მისჭაღარაში!
✞´ . . `✞ჩემი შვილები ჩემი ფრთებია,ჩემი შვილები ვარსკვლავებია,ჩემი შვილები სულის საუნჯე,ჩემი სიმდიდრე ჩემი წლებია....ისინი ჩემი გაგრძელებაა,ისინი თავად ღვთის ბოძებაა,ღმერთო შვილები მიმყოფე კარგად,ყველაფერზე ხომ შენი ნებაა!.!✞´ . . `✞