იესოს ლოცვა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“
ამ ლოცვას 2000 წლის ისტორია აქვს. წმინდა მამების აზრით, იგი მისტიკური ძალისა და მნიშვნელობის მქონეა. მას იმეორებდნენ წმინდა მოციქულები და წმინდა მამები. ჩვენც ამ ლოცვას განუწყვეტლივ უნდა ვიმეორებდეთ, რადგანაც იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულის-თქმისა და აზრებისაგან. შემდეგ ეს შინაგანი ლოცვა უკვე წინაპირობა ხდება ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინებისა. იესოს ლოცვას ვლოცულობთ, როგორც ხმამაღლა, ასევე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ მდგომარეობაში - ვზივართ თუ ვწევართ, ვჭამთ თუ ვმგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს.
შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია...
ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია...
ბედმა კამათელი ისე გააგორა,
მწვერვალზე ასული უკან დამაგორა...
ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა,
გული მირთმეული მიწას დაანარცხა...
ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები,
შავით შემიცვალა ნათელი ფერები...
არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა...
მისი ვიყავი და მაინც დამიმონა...
თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა,
სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა...
ჩვენი მეგობრობა არც კი გაიხსენა,
ეშმაკს შემყარა და ჩემგან დაისვენა...
უცებ მომეძალა ტრფობის აგონია,
ასე თუ უყვარხარ ვინმეს, არ მგონია...
იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია,
ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად...
მერე რა მოხდა დღეს თუ მატკინა ცხოვრებამ გული.. მიჩვეული ვარ მე ამ ქვეყნად აუტანლობას,..ბევრი ვიწვალე,მარტოობით და მონატრებით,მაგრამ არასდროს დამიშვია გაუტანლობა!! .ბედნიერება??? ალბათ სადღაც ჩემი წილიც დევს.მე არ მივდივარ არ მოვძებნი არც მენაღვლება,..თუ კი ღირსი ვარ მე ამ ქვეყნად რომ , რამე მერგოს- თვითონ მიპოვოს ,ლოდინი კი არ მენანება