..ცხოვრება..
_ რა გქვია ბებო?
_ ჩემი სახელი რაში გარგია შვილო, იქნება ყვავილები იყიდო...
_ რა ღირს ერთი შეკვრა ყოჩივარდები?
_ ეს დიდი შეკვრა 5 ლარი...
_ ამდენი არ მაქვს, სტუდენტი ვარ, იქნებ შუაზე გამიყო, ნახევარს ავიღებ...
_ ვისთვის გინდა შვილო?
_ შეყვარებულისთვის.
_ განა ამის გაყოფა შეიძლება? ნახე რა ლამაზია, ის გოგოც ლამაზია ხომ?
_ კი, ლამაზია ბებო...
_ მეც ლამაზი ვიყავი... წაიღე, გჩუქნი, თქვენს სიყვარულს ვჩუქნი, როგორც ეს ყოჩივარდების შეკვრა არ გავყავი, ისე არ გაიყოს თქვენი გზებიც, ამ თაიგულივით მთლიანებმა და ლამაზებმა იარეთ მთელი ცხოვრება...
_ მადლობა ბებო, იცი მე არ დაგივიწყებ, აუცილებლად გინახულებ, ჩვენ ერთად მოვალთ და გინახულებთ...
_ მოდით, კვირაში ოთხი დღე აქა ვდგავარ შვილო...
_