"დედის გზა”
ემოციური იგავი, რომელიც კარგად უნდა დავიმახსოვროთ!!!
ახალგაზრდა ქალმა თავისი ახალშობილი შვილი ხელში აიყვანა და გაიფიქრა: “რა ბედნიერი ვარ, ნეტა რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბედნიერება?”
“დედობის გზა გრძელი და რთულია. მაგრამ იცოდე, გზის ბოლო უკეთესი იქნება, ვიდრე დასაწყისი.” – უპასუხა ანგელოზმა.
მაგრამ ახალგაზრდა დედას ვერ წარმოედგინა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე დიდი ბედნიერება: ეთამაშებოდა შვილებს, ხარობდა მათთან ერთად, მზეც მხიარულად დაჰნათოდათ თავზე…
“არა, არაფერი შეიძლება იყოს ამ ბედნიერ წლებზე უკეთესი!” – მთელი ხმით ყვიროდა ახალგაზრდა დედა.
და აი, დაღამდა, ქარბუქი ამოვარდა, სიბნელეში გზაც აღარ ჩანდა. ბავშვები შიშის და სიცივისგან კანკალებდნენ. დედამ გულში ჩაიკრა შვილები და თავ