+++ ფერისცვალება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესიფერისცვალება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მათე, მარკოზ და ლუკა მახარებლები მოგვითხრობენ, რომ იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე: პეტრე, იაკობი და იოანე მაღალ მთაზე აიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა: „და გაბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი“ (მათე; 17,2). ლუკა მახარებელი კი გვეუბნება, რომ ქრისტეს ფერისცვალება ლოცვისას მოხდა: „და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვა პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე“ (ლუკა; 9,29). მაცხოვარმა ფერი იცვალა მოწაფეთა რწმენის განსამტკიცებლად, რათა ისინი, როცა მოძღვრის ჯვარცმასა და სიკვდილს იხილავდნენ, მიმხვდარიყვნენ, რომ ეს ყოველივე კაცობრიობის ცო