- დიდი დრო გავიდა... - ჰო, ძალიან დიდი... - რატომ არ მეხმიანებოდი? - ცხვირწინ მოჯახუნებულ კარზე, რომც ვკვდებოდე მეორედ აღარასდროს დავაკაკუნებ... - შეცვლილხარ... - მართლა? - ჰო... და თან ძალიან ლამაზი ხარ. - როგორც ყოველთვის. - ხო, შეუძლებელია არ დაგეთანხმო. იცი, მაშინ იმიტომ წავედი რომ... - არ მაინტერესებს, ნურაფერს მეტყვი. - რატომ? - ადამიანები მიდიან, მაგრამ იცი, გააჩნია როდის გაქცევენ ზურგს. როცა არაფერი გიჭირს მაშინ მარტოობას აიტან, მაგრამ როცა მიწაზე ხარ დანარცხებული და მაშინ გაქცევენ ზურგს, ეგ უკვე სხვა მომენტია. - დაგეხმარებოდი, გეთქვა, გეთხოვა... - კაცს დახმარებაზე თხოვნა არ უნდა სჭირდებოდეს ქალისგან... - ახლა? ახლა დაგეხმარები, ძველ შეცდომებს გამოვასწორებ... - არა, ახლა აღარაფერი