ინგლისელი ქალი საკუთარი თავის განუზომელმა სიყვარულმა იქამდე მიიყვანა, რომ ის საკუთარ თავზე დაქორწინდა. ბრიტანული გამოცემა Breitbart-ის ინფორმაციით, ქორწილში 50-მდე ადამიანი შეიკრიბა. გრეის გელდერი ცოლად გაჰყვა გრეის გელდერს ,,სოფელ დევონის იდილიურ ფერმაში.’’ მისი მშობლები ქორწილზე არ მისულან ,,ძირითადად, ტექნიკური მიზეზებისდა გამო.’’ მისტერ/მისის გელდერის ზოგიერთი მეგობარი ფიქრობს, რომ პატარძალი-სიძე ნარცისიზმითაა დაავადებული, თუმცა ამის აღიარება არ სურს. გელდერმა გელდერს ხელი ლონდონის ერთ-ერთ პარკში, გასულ წელს სთხოვა. პირველი კოცნა კი, გელდერს მომავალ მეუღლესთან მაშინ ჰქონდა, როცა სარკეს აკოცა. მართალია, თავის თავზე დაქორწინებული ქალის ოჯახურ მდგომარეობას დიდ ბრიტანეთში არ აქვს იურიდიული ს