შენი ტრფობით, როგორც ბავშვურ წლებში
კვლავ საოცრად ვემსგავსები ზღაპარს.
არ ვიცვლები მხოლოდ შენზე ფიქრში,
მე შენნაირ სხვას ვერავის ვნახავ.
ხვალაც ისევ დაუბერავს დარდი
და ვიქნები ხვალაც ისევ მთვრალი.
მოდი, სანამ გათენდება სხვა დღე,
რომ გინდა რომ არ მიხილო მკვდარი.
საშინელი გაზაფხული მოგყავს,
საოცარი იყო ზამთრის სუსხი.
მენატრება ყინვა მაგ თვალების
გათოვება და ზარები მწუხრის.
ყველაფერი, როგორც ბავშვურ წლებში
კვლავ საოცრად ემსგავსება ზღაპარს.
კიდევ ერთხელ მიყვარხართქო გეტყვი
და ვამთავრებ ამ უგულო თამაშს.
აზრი აღარ აქვს აღარც ერთ სიტყვას
აღარც იმ ღამეს და აღარც წვიმას
სანთელი დნება,სიტყვები ქრება
გრძნობები კვდება, კვდება და ქრება
ვარდები ჭკნება,სინათლე ქვრება
ადამიანი ჩნდება და კვდება
აპოკალიპსი ნელნელა დგება
ისევ ის ვნება ნელნელა ქრება
მე მენატრები ყველაზე ძლიერ,
სურვილად მექცა შენთან შეხვედრა,
იმ მთვარეს ვგავარ ფიქრში რომ ათევს,
ოცნებად რომ აქვს მზესთან შეხვედრა
მე მენატრები იმაზე უფრო
ვიდრე პატიმარს თავისუფლება,
მე მენატრები და სულ მახსოვხარ,
რომ დაგივიწყო არ მაქვს უფლება...
ცხოვრების მრუდე გზებზე გავედი, დაბრკოლებები მხვდებიან მრავლად, მაგრამ არასდროს არ დავნებდები' ვიცი და მჯერა მე შევძლებ გავლას. არ მეშინია ზურგის მაქვს ქარი, გვერდში მომყვება მე თქვენი ჯარი, გუნდი მგლებისა, კლდესავით მყარი, დაგლოცავთ ღმერთი, გწერიათ ჯვარი. მიხარია რომ მე დღეს ვარ თქვენთან, გული საგულეს სხვაგვარად ძგერს, იმდენად ჩემი და ახლო ხართ გულთან, ამ მეგობრობას ვეფეროთ უნდა. მე სიყვარული ასეთი ვიცი, მას სამტკიცებლად არ უნდა ფიცი, და მეგობრობაც ასეთი მინდა, გულიანი და სპეტაკი, წმინდა. ასეთ მეგობრებს გაფასებთ ყველას, თქვენ გაგიმარჯოთ გამრავლებთ ღმერთი, თუკი დაგჭირდეთ მიგულეთ გვერდში, ეს გული თქვენთვის გუგუნებს მკერდში.