მიყვარხარ, ჩემთვის და ფარულად.
იქ, სადღაც შიგნით და უძიროდ.
სიყვითლე კვლავ შემოპარულა,
მაგიჟებს თვალები უძილო...
მიყვარხარ, და რაღაც მახარებს,
გიხდება ოქტომბრის იერი.
მორცხვობ და თვალები დახარე,
განცდა ხარ, უცხო და ძლიერი...
მიყვარხარ, ძალიან, ძალიან,
იებად, ნუშებად, კვირტებად...
ეს ცოდვა სულ შენი ბრალია,
რომელიც არაფერს მპირდება...
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ..."