ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებიდან, სამოსელი პირველი
– რა უნდა ჰქონდეს ქალს კარგი?
– ქალს? – სამი რამ უნდა ჰქონდეს კარგი – ხასიათი, ტან-ფეხი და სახე.
– რაღა ახლა მოგინდა სიმარტივე? – თუმცაღა სწორი კია…
– ეგრე თუა, უფრო მარტივად უნდა გეთქვათ.
– როგორ მაინც?
– როგორ და: ხასიათი და გარეგნობა. თუმცა “ტან-ფეხი” გარეგნობაზე მოკლე სიტყვაა… ასოების მხრივ… უი, ჰო, სახე როგორ დამავიწყდა?
– მაშინ თქვენ სცადეთ…
– ნამდვილ ქალს… მისი გამოჩენიდან დავიწყებ, კარგი… ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს… ოღონდ უნებურად.
– ფეხაკრეფით?
– კი. როგორც დევნილი… ან, მდევარი.
– და როცა მოვა, – როდესაც მოვა და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს – დუმილის დროსაც რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი
agar mesmis am cxovrebis da vegarc gavigeb azrs sicocxlisa an yoveldgiurobisa ...agarc siyavruli anatebs tkvens tvalebshi agarc pativiscema arada yvela adaminebi vart ertmanetisgan mxolod materialuri da sulieri mdgomaeobebit gansxvavebulebiit ...isev patara minda viyo da ar vxedavde am bogmas am sidzulvils cinikur saxeebs ..