ბათუმში ქადაგებისას ბერმა იოკიმემ თქვა, რომ ერთმა ბერმა კლინიკური სიკვდილის დროს ანგელოზი იხილა, რომელსაც ჰკითხა "ხომ გადარჩება საქართველო მეორედ მოსვლის დროს, ის ხომ წმიდა მარიამის წილხვედრი ქვეყანაა?!" ანგელოზმა უპასუხა "ნამდვილად წილხვედრი ქვეყანაა და ძალიან ბევრი წმიდანი გყავდათ ძველად, მაგრამ გაიხედე იმ გორაკისკენ, ის სავსეა ბრმა ბავშვებით." ბერმა იკითხა "ვინ არიან ის ბრმა ბავშვები?" ანგელოზმა უპასუხა "ეს ის ბავშვებია რომლებიც საზღვარგარეთ ორგანოების გაყიდვის მიზნით მოკლეს, მათ ნათელიც კი არ უნახავთ და რომელ გადარჩენაზეა ამის შემდეგ საუბარი?! საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე რომელსაც ამდენი მსხვერპლი ჰყავს ბავშვის სახით!" ეს კიდევ ერთი წლის წინ იქადაგა ბერმა იოკიმემ, მას შ
ქრისტე შენშია. თუ ამას მართლა გრძნობ, მაშინ შენთვის არ არსებობს ტანჯვა, რადგან ტანჯვაც კი სიხარულია, როცა აცნობიერებ, რომ იბრძვი. იბრძვი ქრისტესთვის და ქრისტესთან ერთად. სწორედ მაშინ ხარ შვილი, როცა ყველაზე მტკივნეული განსაცდელის დროსაც კი, მადლობ და ერთგულებ შენთვის ჯვარცმულ და შენზე უწინარეს ნატანჯ იესო ქრისტეს. და თუ არ იქნება კადნიერად ნათქვამი, შენ ხარ შვილი, რომელიც იბრძვის მამის სახელით და მამის სახელისათვის. დიდებულია ქრისტიანობა და დიდებულია იმის გაცნობიერება, რომ სამყაროს შემოქმედის შვილი ხარ. ამას გაძლევს მართლმადიდებლობა. ღმერთის შვილი ხარ და არ არსებობს ამაზე დიდი პატივი და საჩუქარი. დაიმახსოვრე, ვისი შვილი ხარ და შენი ტკივილები დაგავიწყდება. მხნედ მოითმინე, რადგან ჯვარცმის გარე
დიდი ოთხშაბათი ეს არის უმადურობის, ღალატის, ვერცხლისმოყვარეობის დღე!
დღე როდესაც მოძღვარი გაყიდეს.
დღე, როდესაც უარი უთხრეს სიყვარულს.
დღე, როდესაც სიკეთის წილ ბოროტება მიაგეს.
დღეს ყველა ჩვენთაგანი იუდაა.
ჩვენც, ჩვენი ქმედებებით ხშირად იუდას ვემსგავსებით..
თითოეული ჩვენგანის ყველაზე დიდი ცოდვა ეს არის - უმადურობა და ვერცხლისმოყვარეობა.
წმინდა მამები ამბობენ - იუდას რომ ერთხელ მაინც გადაეხადა მადლობა ქრისტესთვის, ის ასეთ საშინელებას ვეღარ გააკეთებდაო.
აი, რამხელა მნიშვნელობა აქვს მადლიერებას.
ჩვენ მადლიერნი უნდა ვიყოთ თითოეული ადამიანის, რომელიც არის ან იყო ჩვენს ცხოვრებაში.
მადლიერნი უნდა ვიყოთ სხვისგან გაღებული თუნდაც ერთი ღიმილისთვის.
მადლიერება სულს აკეთილშობილებს.
მადლიერება ეს არი