თუ ამას მართლა გრძნობ, მაშინ შენთვის არ არსებობს ტანჯვა, რადგან ტანჯვაც კი სიხარულია, როცა აცნობიერებ, რომ იბრძვი. იბრძვი ქრისტესთვის და ქრისტესთან ერთად. სწორედ მაშინ ხარ შვილი, როცა ყველაზე მტკივნეული განსაცდელის დროსაც კი, მადლობ და ერთგულებ შენთვის ჯვარცმულ და შენზე უწინარეს ნატანჯ იესო ქრისტეს. და თუ არ იქნება კადნიერად ნათქვამი, შენ ხარ შვილი, რომელიც იბრძვის მამის სახელით და მამის სახელისათვის. დიდებულია ქრისტიანობა და დიდებულია იმის გაცნობიერება, რომ სამყაროს შემოქმედის შვილი ხარ. ამას გაძლევს მართლმადიდებლობა. ღმერთის შვილი ხარ და არ არსებობს ამაზე დიდი პატივი და საჩუქარი. დაიმახსოვრე, ვისი შვილი ხარ და შენი ტკივილები დაგავიწყდება. მხნედ მოითმინე, რადგან ჯვარცმის გარეშე აღდგომა არ არსებობს. პატივად ჩათვალე განსაცდელი, რომელიც მოიწევა შენზე, რადგან მამის ტკივილებს ინაწილებ. ნუ აიძულებ ქრისტეს თავიდან გაიაროს გოლგოთა, არამედ თავად გაიარე მხნედ იქ, სადაც ქრისტე მარტო მიდიოდა შენ გამო, ახლა კი, შენ მასთან ერთად მიდიხარ. დადექი მისი ჯვრის წინ და ის გეტყვის, რომ დედად ღვთისმშობელი გყავს. გეტყვის, რომ მისი ძმა ხარ, მისი შვილი ხარ და შეგიყვანს სამოთხეში. მხნედ და მამაცურად იბრძოლე. ღმერთის სრული რწმენითა და სიყვარულით. იმიტომ რომ უკვე გამარჯვებულ ომში იბრძვი, სადაც ყოველი ჯვარცმა მთავრდება სიკვდილზე ტრიუმფალური გამარჯვებით, - აღდგომითა და ამაღლებით.
✍🏻©️ იესო ქრისტეს გზა❤☦
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев