წერილები საიქიოდან
( II ნაწილი )
დღე - 11
დღეს ცოტა შეუძლოდ ვარ. დილით 6 წლის ბექა და 2 წლის საბა მოიყვანეს. ისეთები არიან, ანგელოზებს ჰგვანან. მთელი ჩვენი ,,გეტო“ შეძრწუნებულია. ძალიან იმოქმედა ჩემზე. ტირილი გვინდა და ვერ ვტირით. ვართობთ, ვისაც როგორ შეგვიძლია. ბექა ცოტა გავამხიარულეთ და საბას ვერ მოვუხერხეთ ვერაფერი. სულ დედას კითხულობს. უხეირომ თქვა, ავარიამ შეიწირაო. მოკლედ, ბევრი წერის თავი არ მაქვს და გეხვეწებით, მეტი ყურადღებით იყავით საჭესთან. გკოცნით და ძალიან მიყვარხართ.
დღე -12
გუშინ რომ მოგწერე ბექაზე და საბაზე, ორივე წაიყვანეს დილიდან. აქ ასეთი წესი ყოფილა - ბავშვებს ერთ დღეში ანაწილებენ ურიგოდ. ჰოდა, დილიდან დარია ,,გეტოში“. ყველამ შვებით ამოისუნთქა. სხვაგვ
რაც არ უნდა მალო
ნინომ გვერდი იცვალა. საათს დახედა. ჯერ მხოლოდ სამი საათი იყო, ძილი კი, არა და არ ჩანდა. თენგიზს გადახედა. მშვიდ სუნთქვაზე მიხვდა, რომ ღრმად ეძინა. ამოიოხრა. ვერ იქნა და გული ვერ დაიმშვიდა. ნორას ხმა ყურებში უწიოდა:“ შენ შენს ნათხოვარ შვილს მიხედე, ჩემს ბიჭს შენი ჭკუის დარიგება არაფრად სჭირდება, გამზრდელად ჩვენც ვეყოფითო“. არადა, ისეთი არაფერი უთქვამს. შენიშვნები დედაშვილურად, წრფელი გულით მისცა სანდროს. მასაც შვილივით უყურებდა. მეზობლის შვილებს კი არა, ყველა მის მოსწავლეს შვილად თვლიდა. ისევ იცვალა გვერდი, ისევ დახედა საათს. ჯერ მხოლოდ ოთხი ხდებოდა.
მამუკას ოთახისკენ გაიხედა. შუქის ვიწრო ზოლი მოსჩანდა.“ნუთუ არ ძინავს, თუ შუქი დარჩა ჩაუქრობელი? არაფერი შეიმჩნია, მაგრამ მგონი
მურმან ლებანიძე:
- ''მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად, ვმღერი ქართულად.
მადლობა ღმერთს, ნებადართულად.
შანსი მქონია, არ მომირთხამს ფეხი თათრულად.
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს - ეგეც ქართულად.
და კი ბატონო, თარგმნეთ, რუსულად, თარგმნეთ სპარსულად,
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს, მე მწამს,
მე ვწერ ქართულად.
მე ყოვლად ქართველს ყოველივე მიყვარს ქართული.
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული''.
რაც თქვენთვის სახელმწიფოა
რაც თქვენთვის სახელმწიფოა,
სამშობლო ჰქვია ჩემთვის.
ენა ყავარზე გაგიდევთ,
მე სიტყვაც კი არ მეთქმის.
თქვენთვის ეს მხოლოდ ქვეყანა,
სამშობლო - მხოლოდ ჩემთვის,
ეს თქვენ ხართ მოქალაქე და
მე მხოლოდ შვილი ქვეყნის.
რაც თქვენთვის საძოვარია,
სამშობლო ჰქვია ჩემთვის.
თქვენთვის ლიტონი სახელი,
საფიცარია ჩემთვის.
თქვენთვის - წყლის ორი ნაკადი,
წმინდა ალაგი - ჩემთვის,
მე იმ ადგილის შვილი ვარ,
მტკვარი რომ არაგვს ერთვის.
დიახ ეს - სახელმწიფოა,
სადგომ-ალაგი თქვენთვის...
თქვენთვის, რაც მხოლოდ სახლია,
სამშობლო ჰქვია ჩემთვის.
ამ ქვეყნის მიწა თქვენ და მე,
თუ ერთნაერად გვიტანს
თქვენ, მხოლოდ მიწაზე ცხოვრობთ
მე კი ეს მიწა მიყვარს.
ათასი ჯურის ხიზანი
თავის ,,უფლებას” იცავს,
წერილები საიქიოდან
დღე -1
ჩავედი, ძვირფასო. გზა იმაზე ცუდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. გვარიანად მაჯანჯღარა. წესით, დაღლას უნდა ვგრძნობდე, მაგრამ უფრო გაბრუებული ვარ, ვიდრე დაღლილი. აი ისე, თითქოს დრამინა დამელიოს მგზავრობისას. ვიღაც ხმელ-ხმელი აყლაყუდა დახვდა ჩვენ ჯგუფს (ხუთასამდე ვიქნებით და ყველა საქართველოდან). პირველ ეტაპზე მე ვიქნები თქვენი გამცილებელიო. გიდივით იქცევა, მაგრამ ხმა და ტონი ისეთი აქვს, სამხედრო წვევამდელებს რომ ხვდებიან ხოლმე სტაჟიანი სერჟანტები. ცოტა მბრძანებლური და იქედნური. ხომ იცი, როგორ ვერ ვიტან ასეთ ტიპებს. ძლივს შევიკავე თავი, რომ პირველივე დღეს კონფლიქტი არ მომსვლოდა, თუმცა, ვფიქრობ, ეს გარდაუვალია…თუ დროულად არ შეცვალეს. როგორც კი ამის შესაძლებლობა მექნება, მოგწერ