სოფელ ღვანკითს
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტი,,
სულ სიახლის ძიებაში
ეკითხება აზრს მითი,
ნუთუ მართლა ნამდვილია,
მოაპრილო ღვანკითი.
იის მსგავსად კოპწიაობს,
ყვავილების სამოსში,
სიყვარულით ავიტაცე,
და ძირს ვეღარ ჩამოვსვი.
მეგობრულად მიალერსა,
მე, დაღლილს და გამოცლილს,
მასზე ასჯერ ნაფიქრ სტრიქონს,
ასმეერთეთ გამოვცვლი.
ყოველ სიტყვის თქმაზე ვღელავ,
არ გადავალ ზღვარს იქით,
მანაც მითხრა ძვირფასია,
გაზაფხულის ღვანკითი.
გვიფრთხილდება დედა ღვთისა,
ჩოლაბურის ლოცვებით,
გარს სამეფო უბანს აკრავს ,
ჩხარა ნორჩი ბორცვებით.
სიყვარულის ძიებაში,
და ნამუსის დევნაში,
ბევრი ფიქრი, ბევრი დარდი,
ბევრი ცრემლიც დევს მასში.
სულ სიახლის ძიებაში,
რა არა და რა კი -თი,
ეხლა აქ ვარ ნამდვილია,
მოაპრილო ღვანკითი!
18-04-2
ეძღვნება სოფელ თუზს, თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან.
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
საოცნებო რემაში
როგორც თეთრი რაში,
იფერება მთებში და
იქსოვება ცაში.
დღეს აპრილის მიდამოს
მარტიც სტუმრად უზის,
მაისს ღრუბლად აზიდავს
სიკოხტავე თუზის.
ქათამაძის ორმო თუ
სამჭიკიის სანახი,
მუდამ გულში გიხუტებს
თუნდ მრავალჯერ ნანახი.
კაკაბოურს უმღერის
ვარდოუდის ხმები
სოფლის სუფთა წარსულით
წინაპართა ხმლებიც.
ნიავსაც კი ქარისთვის
ჩაუწნია თმები
უძველესობს თავასაც
მუჯირეთის მთებით.
ვარდიგორაც საამო
როგორც ღვინო თასში,
ის , თითსაც კი არ გახლებს, რომ,
ჩაუვარდე თვალში.
თუზი ციცქნა სამყარო,
თითქოს წვეთი ზღვაში,
მაგრამ ისე ძვირფასი
რომ ვერ გაცვლი სხვაში.
იფერება მთებში და
იქსოვება ცაში,
საოცნებო რემაში
რო
ქვედა საზანოს მეორე საჯარო სკოლაში სტუმრობისას
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
ლოყაზე ვკოცნი საამო ფერდობს
ნაძვნარში ჩაფლულ მეორე სკოლას,
მარის ლიზის და ნინოს სიმღერას
ანის, ჯონის, ლუკას და ლოლას.
ალიონია აი ის ხიბლი,
რასაც სწავლა და მოსწავლე ჰქვია,
სკოლის ასაკში ამას ვერ ვხვდებით,
ეს გრძნობა შემდეგ გვაწვალებს გვიან.
ლიზის , დათოს და შოთას ლექსების
აზრთა სინაზეც თითქოს ჩემია,
სცენაზე ვიდექ როგორც მოსწავლე
ვეფერებოდი ყველა ჩემიანს.
აქ ამირანის ხმათა რითმები
ზვიადის ლექსთან ჭექდა ხალისით,
არც კი იცოდნენ რომ წამთა ხელით,
საგზალს უწყობდნენ ზღვა გზას, ხვალისთვის.
თვით ბუმბერაზი გალაკტიონიც,
არ ისურვებდა იმ წუთში სხვა ჟამს,
აქ მოსწავლეთა ოქროს ბგერებით,
კრთოდა ილია და კრთოდა ვაჟაც !