,,თერჯოლის მუნიციპალიტეტი,,
სულ სიახლის ძიებაში
ეკითხება აზრს მითი,
ნუთუ მართლა ნამდვილია,
მოაპრილო ღვანკითი.
იის მსგავსად კოპწიაობს,
ყვავილების სამოსში,
სიყვარულით ავიტაცე,
და ძირს ვეღარ ჩამოვსვი.
მეგობრულად მიალერსა,
მე, დაღლილს და გამოცლილს,
მასზე ასჯერ ნაფიქრ სტრიქონს,
ასმეერთეთ გამოვცვლი.
ყოველ სიტყვის თქმაზე ვღელავ,
არ გადავალ ზღვარს იქით,
მანაც მითხრა ძვირფასია,
გაზაფხულის ღვანკითი.
გვიფრთხილდება დედა ღვთისა,
ჩოლაბურის ლოცვებით,
გარს სამეფო უბანს აკრავს ,
ჩხარა ნორჩი ბორცვებით.
სიყვარულის ძიებაში,
და ნამუსის დევნაში,
ბევრი ფიქრი, ბევრი დარდი,
ბევრი ცრემლიც დევს მასში.
სულ სიახლის ძიებაში,
რა არა და რა კი -თი,
ეხლა აქ ვარ ნამდვილია,
მოაპრილო ღვანკითი!
18-04-2019 წელი.
გერმანე საზანოელი
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев