მამა პეტრე პეტრე თბილისში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. "დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა, 9 წლის მანძილზე ნაშენები თბილისი, წამებში როგორ დაიშალა. გზები და ხიდები მართლაც და წყალს წაუღია, მაგრამ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების წინაშე ვინ აგებს პასუხს?! დღევანდელი მდგომარეობა ფასადურმა მშენებლობამ, ქალაქის კეთილმოწყობის მიზეზით თანხების მითვისებამ, უცოდინრობამ და თვალში ნაცრის შეყრამ მოგვიტანა. რაღაც ეტაპზე, ღვთის წინაშე ყველა პასუხს ვაგებთ, რაც სტიქიას შეწირული ადამიანებისთვის ნუგეში ნამდვილად ვერ იქნება. მეწყერმა არა, სიხარბემ წაგვლეკა... ვინაიდან, ზოოპარკში ადგილები გამოთავისუფლდა, გალიაში ისინი ჩავსვათ, ვის გამოც ქალაქი წყალმა წაიღო. დროებით გვმართოს მტაცებლებმა, არ მგონია, უარესად დავშავდე
ისევ გაზაფხული მოდის,
ჭრელი ყავილებით ჩემო,
მერე აიობა,ბზობა,
დიდი აღდგომა და ბებო...
მოვალ,შენს საფლავთან მოვალ,
სათუთ გლიცინიებს ბებო,
გულზე დაგილაგებ ფრთხილად
თითქოს არც გავზრდილვარ,გჩემობ...........
გჩემობ,
შენს გარეშე მიჭირს,
შენს შალს გეფიცები ერთო,
ისე მენტრება შენი - ეზო,
სახლთან თუთის ხე და ჩერო...
ისე მენატრება სუნი -
შენი ოთახის და ბებო,
გულთან გამეჩხირა ახლაც
ყველა მოგონება - ვერ გთმობ....
ვერ გთმობ,
დაგიბრუნო მინდა,
მინდა დაგიძახო - ბებოოოოო,
ისევ აყვავილდა სადღაც შენი ალუჩა და მდელო...
მოდი,
შემომიხვდი კართან,
ისევ მიმასპინძლე ბებო,
შუბლზე გადამისვი ხელი-
მკითხე - როგორ ხართქო,ბებო...
ყურთან მიჩურჩულე მძინარს,
შენი ლოცვა- მადლი ჩემო,
ყველგან შემეწევა ვიცი,
ვიცი,
სულ თან დამსდევ