მე კი დავაჩნდი შენს სხეულსა და სულს ტკივილად, დედა… ვერ მოვასწარი დაბადება, სიკვდილმა ისე გამიტაცა,ისე გადავინაცვლე წყვდიადში სინათლეც არ მინახავს და მაინც მე შენ გეძახი… დედა!! შენ რომელმაც წამართვი ადამიანის სახელი, რომელიც სხეულით მატარებდი, შემდეგ კი სიკვდილის გაყინულ ხელებზე მიმაგდე… არა და სულ არ გაწუხებდი, სულ არ გამძიმებდი. მინდა გითხრა, რომ დაბადებამდე, რომელსაც ჩემი სიკვდილი დაერქვა, უკვე მიყვარდი. იცი რა მახსოვს? გული შიშით რომ გიკანკალებდა და მაინც სიყვარულით ფიქრობდი ჩემზე. ვიცოდი გიჭირდა, ამიტომაც ზედმეტად არ გაწუხებდი, რომ მე შენში მეცოცხლა. მხოლოდ მაშინ მოგიხმე გამეტებით, როდესაც რკინის ხელები ჩემს სხეულს უახლოვდებოდნენ ,,დედა მიშველე“! და მხოლოდ ერთხელ ავყვირდი, როცა ისინი მ