კაცხის სვეტი კლდის მწვერვალზე აგებულ მსოფლიოს ყველაზე დაუჯერებელ შენობებს შორის
კაცხის სვეტი - საქართველოში არსებულ ამ დაუჯერებელ, წარმოუდგენელსა და ულამაზეს ნაგებობას ქართველებზე არანაკლებ აღტაცებაში მოჰყავს უცხოელები. მის შესახებ არაერთი სტატია დაწერილა მსოფლიოს გავლენიან ინტერნეტ თუ ბეჭდურ მედიაში.
ამჯერად ნაგებობა ინტერნეტგამოცემა The world geography-ს მიერ შედგენილ, კლდის მწვერვალზე აგებულ მსოფლიოს ყველაზე დაუჯერებელ შენებებს შორის მოხვდა.
სტატია შემდეგი ტექსტით იწყება: სტატიაში წარმოდგენილი შენობები წარმოადგენს სხვადასხვა ციხე-სიმაგრეებს, შუქურებსა თუ მონასტრებს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს შენობები მიუწვდომელ ადგილას მტრისგან დასაცავად აშენდა; ამასთან, ისინი საშუალებას იძლევა წყლის ზ