შორი იყო შენამდე...
მე კი მაინც მოვედი,
ტკივილებს კი გზადაგზა
სათითაოდ ვტოვებდი,
სულ მეგონა ვიყავი,
შენთვის ერთი ფურცელი,
რასაც გადაშლიდი და
ცივად გამოტოვებდი.
მაგრამ ერთი ფურცელი,
ლამაზ წიგნად მაქციე,
სიხარული მაჩუქე,
გამაღიმე, მაცინე.
ნაწილ ნაწილ დაშლილი,
სათითაოდ ამკრიფე..
და ათასგზის ნატკენი,
გული გადაარჩინე.
მე ყოველთვის მიყვარდი.
არნახულსაც გიცნობდი,
შენ ხომ ასე შორიდან,
მეძახოდი, მიხმობდი.
ჩემს ოცნებებს, რომელსაც,
ყვავილივით ვუვლიდი..
მჯეროდა რომ მორწყავდი...
გულზე არ გამიხმობდი.
ჩემს გულს არ აქვს უფლება,
უშენოდ რომ აძგერდეს,
მინდა ჩემი ლოცვა რომ
ყველა გზაზე დაგსდევდეს,
უფალმა ხომ შენი თავი
იმიტომაც მაჩუქა,
ამ მიწაზე ცხოვრება
უფრო გამიადვილდეს.