ჩვენი ერი ჯვარცმული ერია. ეს არის ქვეყანა, რომელიც აერთებს ევროპას და აზიას. ბევრს სურდა ჩვენი დაპყრობა, ჩვენი მოსპობა, მაგრამ მტერმა ვერ წაგვართვა ის, რაც ყველაფერზე ძვირფასია - ჩვენი სული. ვერ წაგვართვა ნიჭი, ვერ წაგვართვა ჩვენი ქართული ენა. საქართველოს სული უძლეველი აღმოჩნდა, რადგან ის ქრისტიანულ მტკიცე ნიადაგზეა აღზრდილი. ჩვენზე დიდი და ძლიერი ერები მოისპნენ, ჩვენ კი ვართ და მუდამ ვიქნებით, რადგან დღესაც იბადებიან გმირები, რწმენისა და მამულისათვის თავდადებულნი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II