გაზაფხული
გაზაფხული მობრძანდება თვალჟუჟუნა,
ზამთრის ყინვას დაამარცხებს მზის სხივები.
გაიშლება ათასფერი ყვავილები,
სიყვარულით ამღერდება მთა და ველი.
ბუჩქის ძირას ლურჯი ია იკეკლუცებს,
ცად მერცხალი აიჭრება მაკრატელა.
ყვავილთ მეფეს კვლავ ბულბული ესტუმრება
და გალობით გააბრუებს ირგვლივ ყველას.
დაუბერავს გაზაფხულის გიჟი ქარი,
ყაყაჩოებს ჩამოუვლის შავთვალებას.
მერე ხეებს დაერევა აყვავებულს
და მათ სურნელს გაიტაცებს მთად და ველად.
26.02.2020
მზია კაპანაძე