,,ვერასოდეს ვიტანდი ჩაკეტილ სივრცეს... არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი...
არ მიყვარს ღრუბლიანი დღე, რადგან არ მომწონს, როცა მზეს მიმალავენ... მეშინია სიმაღლის და მაინც უსაშველოდ მიყვარს მთები...
რადგან მუდამ მგონია, რომ მთის ბილიკებს მივყავარ ღმერთთან...
და მაინც, არ მეშინია ფრენის... (ოცნების დროსაც კი...)
ძალიან მაოცებენ, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო ადამიანები... არ მიყვარს ცოდვა, რადგან უამრავჯერ ამაცდინა გზას...!
არ მიყვარს უმთვარო ღამე და ცარიელი ცა... ცა ვარსკვლავების გარეშე...
არ მიყვარს სოფლის სახლი უძაღლოდ... კაცი უმეზობლოდ... გაზაფხული ბედნიერი სახეების გარეშე...
არ მიყვარს ქოლგა, რადგან დასველებისაგან მიცავს...
მებრალება შურიანი ადამიანი... და მეზიზღება შური... არ მინდა ომი, რადგან
ჩემი მამიკო
*******
მე ისევ მძინავს შენ რომ მიდიხარ,
რომ გავიღვიძებ წასული მხვდები.
ჩემი მამიკო ისევ წავიდა?
ვიტყვი წყენით და გავიბუტები.
სულმოუთქმელი შენს გზას გავცქერი
თუ როდის მოხვალ და დაბრუნდები,
შენ კი საღამოს როდესაც მოხვალ
ჩუმად, კარს უკან დაგემალები.
შინ რომ შემოხვალ ძებნას დამიწყებ,
იტყვი-მამაძაღლო სად იმალები?
რომ ვერ მიპოვნი როგორც პატარა,
შენც ჩემნარად გაიბუტები
გამოვიქცევი ყელზე მოგეხვევი
კოხტად კალთაზე დაგისკუპდები,
გეტყვი მამიკო არ გემალები!
არა მამიკო არ გებუტები.
მე დაგიკოცნი დიდ ლამაზ თვალებს,
ჩემი ტიტინით შენც დაიღლები,
იცი მამიკო სანამ შენ მოხვალ
მთე
• • •
როცა ზამთარი ფეხქვეშ გეგებათ,
მე იქ ლექსების კოცონთან ვთბები.
თქვენ თავზე მხოლოდ ზეცა გახურავთ,
მე პაპასავით ჭაღარა მთებიც.მანდ გაზაფხული დაგიდგათ უკვე,
აქ ისევ თოვლის სიმაღლის ვრჩები.
თქვენ როცა წლები გაწვებათ მხრებზე,
მე მემატება მხოლოდ წამები.ზოგჯერ მზის ჩასვლას დარაჯობთ ზღვასთან,
მე მზის ამოსვლას ჭაუხში ვხვდები.
თქვენ თუ ცხოვრებას უწოდებთ ლამაზს,
მე ულამაზესს და მეცოდებით…