Предыдущая публикация
---------------------------------------
მარტი გუგუნებს და ვერა გავუგეო,
როგორც ეშხიანს და კეკლუც ქალს,
მისი სილამაზით თვალის მომჭრელიო,
მარტი ქალსა გავს და ქალი მარტს.
საოცარ სურნელით მარტი თავბრუს გახვევს,
ქალი გაივლის და მთვრალი ხარ,
მარტი ქალის სარკე, ქალი მარტის სახე,
ორი ერთში ხარობს დღე და ღამ.
მარტის კეკლუცობით, ცხვარი გაკრიჭესო,
ქალისთვის კი უწევს ბრძოლა კაცს.
ქალი გაზაფხულის მზის სხივებს წააგავს,
მარტით გაზაფხული გვიდგას კარს,
მარტი, ქალი, მარტი, ქალი, მარტი, ქალი,
გათბობს, გაგრილებს და არა გწვავს.
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев