Предыдущая публикация
-----------------------------------------
ყველაფერი ისე ხდება ამ ქვეყნად,
დაბადებით წიგნში რომ ჩაიწერა,
ბევრი კარგი,
ბევრიც ცუდი შემთხვევა,
ზოგისათვის,
პწკარიც კიარ ივსება,
აღარ ვიცი ვისი ბედი ვინატრო,
მათი?! მოსვლა,
წასვლა ერთი რომ იყო
თუ, იმათი,
წიგნი მთლად რომ შეივსო,
აღარ ვიცი, ვისი ბედი ვინატრო,
რადგან ჩემს ბედს,
სანატრელი არა აქვს,
უხალისოდ ავსებული ფურცლები,
მწუხარებით,
ბედნიერს რომ ვერ ნახავ,
ნაძალადებ შეღებილი ფერები,
არავისთვის სანატრელი რომ არა,
ეხ უფალო!
ყოვლის შემძლევ, მხედველო,
ჩემნაირთა ბედსაც შეხებულიყავ,
თუ ცხოვრების წიგნი უნდა შეივსოს,
გვიწყალობე ცოტა ბედნიერება.
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев