ქრისტე აღსდგა! მრავალ, ბედნიერ აღდგომას დაგვასწროს უფალმა აწდა მარადის!
სკუპ-სკუპ, მოხტის ყურცქვიტა ++++++++++++++++++++++++++++++ როცა გვინდა და რაც გვინდა, როგორ მალე ვიჯერებთ, წელს ჩინური ჰოროსკოპით სკუპ-სკუპ, მოხტის ყურცქვიტა, ვეფხვის წელი ხელს დაგვიქნევს კურდღელს ადგილს დაუთმობს, წელს ვეფხვებმა იბობოქრეს, კურდღელი გულს გაგვითბობს? მართალია მშიშარაა, მაგრამ ჩქარი თან ფრთხილი, იმედია გლეხი კაცის, აიწევა მახვილი, არა, სისხლის ღვრას ვინ ამბობს! სიტყვით გზები გაგვეხსნას, ვიშრომოთ და დაგვიფასდეს, თავს ლაფი არ დაგვესხას, მოდი, მოდი ყურცქვიტელავ, ცუნცულა და ლამაზო, თუ სტაფილოს დაგახვედრებთ, კომბოსტოს და საზამთროს, შენც ხომ გლეხ-კაცს დააპურებ და მტრებს ჭკუით დააბრთხობ?! //ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//
ქრისტე აღსდგა ------------------------------ ქრისტე აღსდგა! წამებული ჩვენთვის, ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა მკვტრეთით! ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად! გესმით!? ვაგრძნობინოთ, რომ გვიყვარს და ვეტრფით! მოდით ხალხნო, დავუფასოთ გარჯა, უცოდველის, ცოდვილთათვის დასჯა, ჩვენ სულთათვის, ქრისტე ეცვა ჯვარსა, ქრისტეს ჯაფას, ნუ გავატანთ ქარსა, თვის ტკივილზე, არ ფიქრობდა ქრისტე, არ აკრთობდა წამება და ლანძღვა, პატიებას ჩვენსას სთხოვდა მამას, დავაფასოთ ხალხნო, ქრისტეს ტანჯვა! //ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//
გთხოვ ღვთისმშობელო ------------------------------------- დედაო ღვთისავ, ეს რა მძიმე ჯვარი დაგვადე! და ეს რამხელა ჩვენ გამოცდის წინაშე ვდგავართ, დედაო ღვთისავ, შეგვიბრალე წილხვედრი მხარე, შეგვიმსუბუქე ჯვრის სიმძიმე, გამოცდა კმარა! და თუ არ კმარა, მაშინ რწმენა გაგვიათმაგე, რომ სიბნელეში უსინათლოდ გზები გავკაფოთ, დედაო ღვთისავ! შენ თუ ჩვენი ცოდვები თვალე, ეს იმას ნიშნავს, აგვირჩიე მაშინ ამაოდ, ჰოი დედაო! შეევედრე შენს ძესა ჩვენთვის, რომ საქართველოს მიუტეოს შვილთა ცოდვები, ისე უეცრად ურწმუნოთა გული გაათბე, თვალებს ნადენი ცრემლებითვე რომ განიბანონ, არ განიკითხო ღვთისმშობელო თუ რა შე
ოხ სამშობლოვ +++++++++++++++++++++++ სამშობლოდან გადახვეწილს უცხო მხარეს, მენატრება ყველაფერი ძველი, მენატრება ის, რაც უკვე წარსულს დარჩა, ყველაფერი, რასაც ერქვა ჩემი, მენატრება რადგან ვიცი ვეღარ ვნახავ... ვერც დედულეთს, ვერც მამულეთს ისეთს, ისეთს როგორიც დავტოვე ვეღარ ვნახავ, აბა, როგორ არ ვიტირო დღეს მე! აქაც, თითქმის ყველაფერი ფეხქვეშამაქვს, მაგრამ, მაინც გულნაკლული დავალ, ყველაფერს რომ შევეშვათ და მეტი არ ვთქვათ, მეზობელთან მენატრება გასვლა, ოხ სამშობლოვ, ოხ სამშობლოვ! სანატრელო, ეს რა გვიქნეს, დაგვინგრიეს ბუდე, აბა მითხარ?! მე შენ ისეთს როდის გნახავ, ისეთს, როგორიც დაგტოვ
გაზაფხულივით მშვენიერო ❤️ მანდილოსნებო❤️ გილოცავთ 💮 8 🏵️მარტს!!!.... ყვავილების სურნელით გვევლოს ჩვენი ცხოვრების მანძილზე..... ღმერთმა გაგვაჩინა ლამაზ არსებად და მერე სახელად გვიწოდა ქალი, დღეს ჩვენი დღეა, ვიბედნიეროთ და არ დავკარგოთ არც ერთი წამი, გავილამაზოთ ყოველი დილა, დაე ვიყვეთ ყოველთვის სათნო და წმინდანი, არ შეგვეშინდეს ძნელი აღმართის, გვფარავდეს ღმერთი... აწ და მარადის!!!💞💯💒💯.... ნარგიზი ჯაფარიძე
ხვალ დედის დღეა, მეგობრებო, უძვირფასესი დღე, გილოცავთ, დაგილოცავთ ყველას დედებს უფლის წყალობით! დედა, ოთხი ასო და მთელი ცხოვრების შინაარსი და აზრი დედაზე ტკბილი, დედაზე სანდო, შინაური, აბა ქვეყნად რა, და ვინარის? დედაა ჩვენი სიცოცხლის მომცემი წყარო აუმღვევი, ანკარა და დაუშრობელი, არავის, არასოდეს არეტკინება ჩვენი ტკივილი ისე როგორც დედას, მეგობრებო, გავუბრთხილდეთ დედებს, ჩვენ ხომ მათი თვალის სინათლენი ვართ, მათი გული და სული, ნუ ვატკენთ მათ გულს ნურასოდეს ჩვენი საქციელით, ვევედროთ ყოველ დღე უფალს ჩვენი დედიკოებისათვის, მათი ასწლიანი სიცოცხლისათვის, ჯამრთელობისათვის, დაგილოცავთ დედებს, გაუმარჯოს მსოფლიო დედებს, ყველა წასული დედის ხსოვნა არდავიწყება იყოს, იავარდი მათ საფლავს, ცოცხლებს კი
გაზაფხული მოვიდა ---------------------------------------- გაზაფხული მოვიდა, კარს მოგვადგა მარტი, კვლავ აფეთქდა კოკრები ტყემლისა და ატმის, თოვლიდან თვალები ჭყიტა ლურჯმა იამ, ფირუსულამ, ენძელამ ნაზმა ქორჩოტიამ, მზემ მოჰფინა სხივები მიმოზები ყვავის, გაზაფხულის სურნელი ნიავივით დაქრის, მოფრინავენ მერცხლები თბილი ქვეყნებიდან, ჩიტუნების ჭიკჭიკი ისმის ხეებიდან, გამოვაღოთ ფანჯრები, შევისუნთქოთ მარტი, გაზაფხულმა მოგგვვაროს ყოველივე კარგი. (ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)
Показать ещё