გულში ჩამორეკა ზარმა სინანულის,
სული აამღვრია უიღბლო ფიქრებმა.
ღამემ სევდიანი ფიქრები მოდენა
მთვარე მიმალულა სადღაცას ღრუბლებთან.
რატომ არ მასვენებს მწარე მიგონება,
წარსულის ლანდები სულ მუდამ დამყვება.
არა აღარა მსურს წარსულს მივტიროდე,,
ცხოვრება გრძელდება ლამაზად ნელ-ნელა.
ისევ სევდიანი გული ბობოქრობს და
სული მონატრების ფიქრებმა დაფარა.
მთვარე გამინათებს მომავლის ბილიკებს,
ჩუმად შემომცინებს სარკმლიდან მალულად.
13.01.2017
მზია კაპანაძე