. . .
"მიყვარხარ შვილო!"-რამდენჯერ მითქვამს
და მაინც მინდა გითხრა ათასჯერ!
დედის გრძნობები ყველაზე წმინდა-
არ მაქვს სიკეთე მჯობნი ამაზე!
"გამრავლდი შვილო!"-რამდენჯერ მითქვამს,
ზღვაში ქვიშად და ცაზე ვარსკვლავად!
და მე რაც შენთვის სიკეთე მინდა,
რა გამომილევს ჩემო პატარა!
"იხარე შვილო!"-ვამბობ,თვალებზე-
იმედის ცრემლი მოგორავს მწველი...
ვლოცულობ ყველა წუთზე და წამზე,
შენ გამეზარდე დღეგრძელი დედი!
"დაგლოცოს ღმერთმა!"-პირჯვარს გიწერ და
ერთად ვიჩოქებთ უფლის წინაშე.
ეს სულ მცირეა,რასაც აქ გიწერ-
ყველა სურვილზე დგახარ წინარე!
ხატთან და ღმერთთან ლოცვა ხარ ჩემი,
შენი ტკივილი მე მერგოს ყველა!
სულ დალოცვილი მეყოლე დედი!
შენ გაეზარდე შენს მშობელ დედას!!!
ია ნანეიშვილი
რა არის ცხოვრება? არც არაფერია.
დღეს თუ ვართ ხვალ უკვე წარსულში
დავრჩებით.არავინ არ ვიცით დრო, ვის, სად წაგვიყვანს ვიზრუნოთ სულისთვის და არა ხორცისთვის.ვაჩუქოთ ერთმანეთს
სითბო და სიკეთე! გაუთბოთ ერთმანეთს ნატკენი გულები! გული თუ გატკინეს!?
დახუჭე თვალები და ნუ გაიფიქრებ უსურვო მას ცუდი. გიყვარდეს მოყვასი,
მისივე ცოდვებით. უფალი შეუნდობს,
შენ ნურასდროს განსჯი..არასდროს დაკარგო რწმენა და იმედი..და დილას ხვალისას შეხედე იმედით.ადიდე უფალი!
და უფლის მცნებები. იზრუნე სულისთვის და არა ხორცისთვის.ეს არის ცხოვრება, ჩვენ კი ვართ სტუმრები..დღეს თუ ვართ ცოცხალნი ხვალ აღარ ვიქნებით...
ავტ/მარიამი/25.09.2016