პარიზში რომ გავიღვიძებთ ერთად,
საწოლზე, რომ გაგეშლება თმები,
ქუჩას თოვლი გადაპენტავს თეთრად,
რომანტიკა მე ამგვარი მესმის.ვარდის ფურცლებს გადავაფენთ ოთახს,
ვაციმციმებთ იატაკზე სანთლებს,
ღამეები ილუზიას მოთქვამს,
ალკოჰოლიც ვნებას გაგვიმძაფრებს.შევისუნთქავთ ერთმანეთის სურნელს,
დავესწრებით უსათუოდ მრავალს,
იქ შევიბამთ სიყვარულის უღელს,
ავდგებით და საშოპინგოთ წავალთ.სასტუმროში დავბრუნდებით შემდეგ,
გავაგრძელებ ჩემს დღიურში წერას,
ერთმანეთის გარეშე, ხომ ვერ ვძლებთ,
გადავუფრენთ ეიფელის მწვერვალს.ვიცურავებთ ჩვენს აუზში ჩემო,
ღვთისგულისთვის მოგაფარებ ხალათს,
დავაბარებთ ჩვენს პატარებს წეროს,
არცერთი არ გავიფიქრებთ ღალატს.ქუჩას თოვლი გადაპენტავს თეთრად,
რომანტიკა მე ამგვარი მესმის,
პარიზში რომ გავიღვიძე