გარეთ ამინდები აჭორავდნენ,
შენი ხელები მსურს ახლოს გულთან,
ისე უსაშველოდ მომიდიდდი-
ახლა თუ არ გნახე ვეღარ ვსუნთქავ.
ღამე გავუთენე წუხელ ფიქრებს,
იქაც დარდიანებს ვთამაშობდი,
იქაც უშენობა მაგიჟებდა,
მერე გვირილებთან ვკამათობდი.
გული შევუღონე ალბათ მათაც,
ასჯერ ჩამოვფურცლე სიყვარულზე,
ასჯერ შევეკითხე - ვუყვარვართქო?
მერე კვლავ ბავშვივით გავიბუტე.
..........მერე აპრილს ვთხოვე კაბის თარგი,
თმებში ენძელები ჩავიკინძე,
სად არ გეძებე და ბოლოს მაინც -
გნახავ - შენი თავი დავიფიცე!!!!
ადამიანები
ყურადღებას ვაქცევთ ტუჩებს და არა საუბარს, ვაკვირდებით თვალებს და არა მზერას, ვუსმენთ სიტყვებს და არა ქცევებს, მოგვწონს სხეული და არ ვიცით სული - და ბოლოს, იმედგაცრუებას, ცხოვრებას ვაბრალებთ