რადგან ყველაფერი წვრილმანია,
რადგან ყველაფერი წარმავალი.
ნერვებს გაუფრთხილდით ქალბატონო,-
რა გაქვთ ცხოვრებასთან დასამალი?!
რა გაქვთ სიცოცხლეთან გასაყოფი?!
გზები თავისთავად გაყოფილა.
რასაც უმნიშვნელოდ ჩაუვლია,
ისე ჩათვალე,რომ არც ყოფილა!
ირგვლივ სიყალბეა ქალბატონო,
ფრთხილად!..ტყულები მრავალია.
ნდობა მეტისმეტი-ხიფათია,
თქვენს გულს გაუფრთხილდეთ მთავარია!..
ყალბებს თვით ცხოვრება შემოგაცლით,
მხოლოდ ნამდვილები დარჩებიან.
თურმე,არაფრისთვის დარდი არ ღირს,
ბოლოს ზღაპრებიც კი მთავრდებიან.
გულს ნუ დაიღონებთ ქალბატონო,
წლები სასწაული მკურნალია.
ცრემლი გადამალეთ ქალბატონო,-
სევდა დროებითი სტუმარია...
ია ნანეიშვილი
გახსოვდეს მთავარი
ყოველი დღე შენი ცხოვრების უკანასკნელ დღედ ჩათვალე; ღვთის შიშითა და თავშეკავებით გაატარე, ემზადე საშინელი პასუხისგებისთვის – მთელი ცხოვრებისა და ყოველი ცოდვის გამო.
ეცადე:
იყო ყოველთვის სამართლიანი და მიუკერძოებელი წვრილმანებამდე;
არასოდეს, თუნდაც ხუმრობით, არავინ მოატყუო;
იყო უანგარო წვრილმანებშიც კი;
ეძებო შემთხვევა, რომ სადაც კი შესაძლებელია, ვინმეს სარგებლობა მოუტანო;
ყველა უსიამოვნებაში ყველაზე მკაცრად საკუთარი თავი განსაჯო და სხვების მიმართ შემწყნარებლობა გამოიჩინო;
არასოდეს დასცინო ვინმეს;
საკუთარ თავზე არასოდეს ილაპარაკო რაიმე კარგი და სხვების გულისთვის თავი დაივიწყო;
უფრო მეტად დუმილში იყო, ვიდრე საუბარში. მოუსმინო სხვებს და, შეძლებისდაგვარად, გაექცე კამათს
როგორი უნდა იყოს სალოცავი კუთხე?
ყოველ ქრისტიანს სახლში მოწყობილი უნდა ჰქონდეს ხატების კუთხე. ყველაზე კარგია, თუ მათ ცალკე პატარა ოთახი გამოეყოფა (რაღა თქმა უნდა თუ ბინა ამის საშუალებას იძლევა), ან ოთახის ნაწილი, ლოცვისათვის მოხერხებულ ადგილას. სასურველია, ეს არ იყოს ცოლ-ქმრის საძინებელი ოთახი, მაგრამ, თუ ბინაში სხვა საშუალება არ არის, შეიძლება საძინებელ ოთახშიც.
ხატები უნდა ეკიდოს აღმოსავლეთის კედელზე ან აღმოსავლეთის კუთხეში ისე, რომ ლოცვის დროს მლოცველი პირით აღმოსავლეთისკენ იდგეს.
ხატები ისეთ სიმაღლეზე უნდა ეკიდოს, რომ შესაძლებელი იყოს მათზე მთხვევა, ხატების წინ უნდა იყოს თავისუფალი ადგილი, მცირე ზომის მაინც, რომ მლოცველს მათ წინაშე მუხლის მოყრა და თაყვანისცემა შეეძლოს.
სასურველია ხატ
ქვაშვეთის ტაძრის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატი.
მიყვარხარ ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო.
როდესაც რამე მიჭირდა თუ მილხინდა ამ ხატის წინ გიყვებოდი ჩემო ტკბილო დედაო და ყოველთვის ვგრძნობდი შენს მფარველობას და გვერდში დგომას.
მადლობა ყველაფრისთვის.