ასე სევდიანად რატომ მომაფიქრდა
ახლა ბავშვობანა ჩემო,
შენი სახლის კიბე,გრძელი აივანი,
თბილი მინდორი და ეზო.
ყოველ გაზაფხულზე შენი ღობის გასწვრივ
იასამნებია ბებო,
ახლაც თვალებს ვხუჭავ,
ისევ აყვავდნენ თუ-
ეს მე მეჩვენება,ვერ ვგრძნობ...
...ვერ ვგრძნობ მერამდენედ,
უკვე გაიდარა,
როგორ გაგეზარდე,ვერ ვგრძნობ.-
-თითქოს გუშინ იყო,შენს წინ წავიქეცი,
შენ რომ მამშვიდებდი ბებო,
თითქოს გუშინ იყო,შენი თავსაფარი
კაბად მერგებოდა ჩემო,
ნეტავ დამაბრუნა,ნეტავ ამატირა,
შენს წინ წამაქცია ბებო...
.....ახლაც გაზაფხული ისევ მზით ამოდის,
მე კი გულთან მიჭერს ერთობ,
ისე მენატრება შენი ეზოს სუნი,
იასამნები და მდელო...
წუხელ დამესიზმრე-
-ნეტავ როგორ მყავხარ,
რამე ხომ არ გტკივა ვეჭვობ?!
ვეჭვობ უჩვენობა ჩემზე მეტად