&&&
სიმღერით შესწავლილი ქართული ენა, ანუ ისრაელში დაბადებული ჩვენებური სიყვარული
......
როგორც ჩანს, სიყვარული შვილებს გენებით მართლა გადაეცემა და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა ებრაელი მომღერლის, შაი გალის ამბავი მოვისმინეთ. მისი მშობლები, ჩვენებური, ქართველი ებრაელები, ჯერ კიდევ 70-იან წლებში ამოვიდნენ ისრაელში და თან ქართული მიწის სიყვარული წამოიღეს.
ამაში გადაჭარბებული არაფერია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ისრაელში დაბადებულ- გაზრდილი შვილი ქართულად არ და ვერ ამღერდებოდა. თანაც, უცნაური ისაა, რომ მან ჯერ სიმღერა დაიწყო ქართულად და შემდეგ კი — ლაპარაკი. პროფესიით ეკონომისტს დღეს საკუთარი კომპანია „SHAY GAL AFAKO" და ანსამბლი „Sunrise” აქვს. მის ქართულად ნამღერ სიმღერებს ისრაელში კ